წვიმიანი საღამო

1.2K 58 23
                                    

სისულელე გავაკეთე, საშინელება, რატომ ღმერთო, რატომ?! ხომ შემეძლო მისთვის ზურგი მექცია და სახლში წამოვსულიყავი, მაგრამ არა!

გამოვასწარი მაინც.

უკან გავიხედე, მაგრამ წვიმის წვეთების გამო ვერაფერსაც ვერ ვარჩევდი, მხოლოდ უკან მომავალი რამოდენიმე მანქანის შუქები მანათებდა თვალებში, რაც საშინლად მაღიზიანებდა. ვცდილობდი მისი მანქანა გამომერჩია სხვებისგან, მაგრამ დედა-ბუნებაც კი ჩემს წინააღმდეგ იყო. მაგრამ მაინც როგორი სასიამოვნო იყო ასეთ სიცხეში წვიმა.
მომინდა უცბად მანქანიდან გადავსულიყავი და წვიმის წვეთებისათვის საშუალება მიმეცა თავისუფლად ემოძრავათ ჩემს კანზე, შეუჩერებლად. ეს სურვილი მოსვენების საშუალებას აღარ მაძლევდა, ტანში ათასჯერ დამილევა ჟრუანტლემა, მაგრამ მაინც ვცდილობდი ჩემი თავი შემეჩერებინა.

- მოვედით, - მძღოლის ხმამ მოსაწყენ სამყაროში დამაბრუნა, თავი დავუქნიე, ხურდები, რომლებიც საფულეში ვიპოვე, გავუწოდე. ღრმად ამოიხვნეშა, ფული გადათვალა და უკამყოფილო სახით მანიშნა საკმარისიაო. მაშინვე კარები გავაღე და სრული სისწრაფით სახლში შევედი. არ მინდოდა წვიმის მომაჯადოვებელ ხმასა და სუნს კვლავ გავეტაცებინე, ამიტომ თითქოს ამისგან თავის დასაცავად კარები მაგრად მივაჯახუნე და გადავკეტე კიდევაც. კაბა დასველებულიყო, რამაც ცოტა არ იყოს დამასევდიანა, რადგან ერთადერთი იყო, რომელიც ასე ძალიან მომეწონა და მომიხდა. ჩემს საძინებელეში შევედი, სანამ კაბას გავიხდიდი ფანჯრები შევამოწმე, ფარდა გადავწიე და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდექი გამშრალებას. როდესაც სპროტულ შარვალსა და მაისურში კომფორტულად მოვთავსდი, ჩემი თავი "წვიმიანი საღამოსათვის" მოვამზადე. ყველაზე კარგ გარემოს მაინც ის მიქმნიდა, რომ სახლში არავინ იყო და შემეძლო ზედმეტი საუბრების გარეშე ჩემი თავისთის დრო მეჩუქებინა.

გარეთ კიდევ ერთხელ იელვა,რადენიმე წამის მერე დაიქუხა და წვიმის ხმა უფრო მეტად გახშირდა...
წვიმის წვეთების ხმა სახლში აღწევდა და სევდიანად მელაპარაკებოდა.

მეც შეგიზიზღებ!Where stories live. Discover now