წარსულისათვის

1.4K 65 27
                                    

მანქანის სწრაფმა სიარულმა თავისი ქნა. ჯერ კიდევ ბურუსიდან თვალი გავახილე და გარემო მოვათვალიერე. თორნიკე მანქანას ძალიან სწრაფად მართავდა, მიუხედავდ იმისა, რომ ღამე იყო და მოძრაობა თითქმის არ იყო, მაინც არა სასიამოვნო შეგრძნებას იწვევდა ჩემში, თავის წამოწევა გამიჭირდა, რადგან ძალიან მტკიოდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე.

- ცოტა ნელა ატარე! - სარკით უკანა სავარძლისკენ გამოიხედა, სადაც ჯერ კიდევ ჟაკეტში შეხვეული ვიჯექი.
- მანქანის ტარებას ნუ მასწავლი, - მკაცრად მიპასუხა, მაგრამ სიჩქარეს მაინც დაუკლო.
მუხლებზე დავიხედე და საზიზღარი ფერის, შემხმარი სისხლი დავინახე, სწორედ ამ წამს ვიგრძენი ტკივილიც არამარტო მუხლებში არამედ ხელებზეც. ხელებიც კი გადატყაული მქონდა, რაც თავს კრიმინალურ ფილმში მაგრძნობინებდა.

მაინტერესებდა მუხლის დაზიანება რამდენად მწვავე იყო, ამიტომ ხელით მოვსინჯე და ჩემდა უნებლიედ ტკივილის გამო ჩემი პირიდან ხმა ამოვარდა.
მაშინვე ტუჩებზე ავირტყი ხელები და თორნიკესკენ გავაპარე თვალი, რომელსაც სახის მიმიკა არ შესცვლია, როგორც ჩანს არ აინტერესებს.
ხმას არ იღებდა, ამიტომ მე ვცადე საუბრის დაწყება.

- სად ვართ? - უპასუხოდ დამტოვა, - სად მივიდვართ? - კვლავ დუმილი, - ის მაინც მითხარი რომელი საათია? - მაჯის საათს დახედა და სიტყვა ძუნწივით მამცნობა, რომ უკვე შუაღამე ანუ 12 საათი იყო.

15 წუთი გავიდა, როდესაც აბრაზე ამოვიკითხე, რომ თბილისი აქედან 100 კილომეტრის დაშორებით იყო და მივხვდი, დრო რაც უფრო გადიოდა მით უფრო მეტად ვშორდებოდი თბილისს.

მოულოდნელმა შიშმა ამიტანა, შეიძლება თორნიკეს ბავშვობაში ვიცნობდი, მაგრამ ახლა ის სრულიად სხვა ადამიანი იყო იმისგან განსხვავებით ვინც ოდესღაც ყველაფერში მეხმარებოდა. ასე არ უნდა შემშინებოდა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი.  ტვინი სხვას გაჰკიოდა, გული კი სხვას.

მეც შეგიზიზღებ!Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin