არ იტირო, თორემ მეც ამეტირება

872 43 19
                                    

"თუ გიყვარს და თან სასწაულების არ გჯერა, დაღუპული კაცი ხარ."

- კოტეეე! კოტეეეე! - მესმის თორნიკეს ხმა. კოტეს გავხედე, ის იცინის, მეც გამეცინა და ხელში დაგროვილი ქვები ძირს დავყარე, რათა გასაქცევად უკეთესად მოვმზადებულიყავი, - ელისაბედ?! თქვენი სიცილი მესმის, - 15 წლის მაგრამ ასეთი სერიოზული არავინ მინახვს.

მე, კოტე და დათა როგორც ყოველთვის ორი დიდი სამშენებლო მანქანის უკან ვიმალებოდით, თორნიკე და გიორგიც კი ყოველთვის გვეძებდნენ. ჩვენ 13 წლისები ვიყავით, უდარდელები, ბედნიერები და მხიარულები.

ჩემთვის სკოლის დამთვრება და ბებოსთან ქალაქგარეთ წასვლა ერთი ბედნიერება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მშობლებს ვერასდროს გაეგოთ თუ რატომ მიხაროდა ასე იქ წასვლა, როცა მე და ბებო ხშირად განსხვავებული აზრის გამო ვკამათობდით, მაინც ყოველთვის მთამხმდებოდნენ იქ წასვლაზე.. მათ არ იცოდნენ რომ იქ მისვლით ოჯახის ყველა პრობლემა მავიწყდებოდა.
დიახ, ყოველთვის შეძლებული არ ვყოფილვართ. ჩემი მშობლები კვირაში 6 დღის განმავლობაში ჩხუბობდნენ, მეშვიდე დღე კი უბრალოდ იღლებოდნენ და ვეღარ კამათობდნენ. ხშირად მიწევდა აივანზე საუზმობა, სადილობა და ვახშმობა, რათა თავი დამეღწია მათგან და ცოტახნით გონება გამეთიშა, ამიტომ ნურავინ გამკიცხავს, თუ როგორც კი ზაფხული დაიწყებოდა, მაშინვე გაქცევა, რომ მინდოდა.

13 წლისები ვიყავით. სულ 10 ბავშვი.. ყველას სახელი არ მახსოვს მაგრამ იმ დღეს 10 ვიყავით..

24 ივნისს, როგორც ყოველდღე სახლებიდან შორს შევიკრიბეთ და ისევ იქვე მყოფ ტყეს მივაშურეთ.

- ბებომ კალათა არ გამომატანა. რაში გჭირდებაო, ვერ ავუხსენი და არაო.. და ერთად, რომ შევაგროვოთ ჩვენ?! - გავუღიმე კოტეს, მან კი კალათა გამომიწოდა.
- შენი იყოს, მე ჩემს ძმას გამოვართმევ, - წინ გაიქცა, თორნიკეს ყურში უჩურჩულა რაღაც, ორივემ ჩემკენ შემოიხედა, სახე გავატრიალე. ყოველთვის მშურდა მათი ძმობის, ასევე დათასი და გიორგის ძმობის... მე ყოველთვის მარტო ვიყავი... როცა კოტე ფეხს იტკენდა, თორნიკე მაშინვე ხელში აიყვანდა და სახლში ისე მირბოდა თითქოს ხელში ადამიანი კი არა ბალიში უჭირავსო. მისი ძმისთვის ყველაფერს აკეთებდა, ჩემთანაც მისი ხათრით დაიწყო მეგობრობა ( მაშინ ასე მეგონა) და სუუულ ყველაფერს უსრულებდა.

მეც შეგიზიზღებ!Where stories live. Discover now