შენ ჩემი ჭეშმარიტება ხარ

1.1K 59 20
                                    

მალე გამოჩნდა ამაყად მდგარი ნაძვები, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდილიყვნენ და თან თითქოს ჩემს დასახვედრად განსაკუთრებით მომზადებულიყვნენ.
მომენატრა აქაურობა.
სუსხისა და საშინლად ცივი ამინდის მიუხედავად, მაინც გაუნძრევლად ვიდექი და ვტკბებოდი იმ უბრალო პეიზაჟით, რომელიც მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ გადამეშალა.

მზეს შევხედე...

შემეცოდა..

როგორ ცდილობდა დახმარებოდა ყველა ადამიანს, რომელიც სიცივისგან ძლივს მოძრაობდა. როგორ არ უნდოდა ზამთრისთვის იმის უფლება მიეცა გაეყინა ყველა უსახლკარო და გაჭირვებული ბავშვები, მაგრამ უძლური იყო... წამიერად მისი მოწყენილი სახეც დავინახე, ან ეს უბრალოდ მე მინდოდა რომ დამენახა..

გულში ის გავამხნევე და სადარბაზოში შევედი.. რთული იყო ორი დიდი ჩემოდნის კიბეზე ატანა, მაგრამ იმის მოლოდინმა, რომ სულ მალე ოჯახს ვნახავდი, ყველაფერი დამავიწყა.

გამეღიმა, მოვემზადე და კარებზე დავაკაკუნე..
მალე ნაბიჯების ხმას გაისმა, ქეთა იქნება- გავიფიქრე, მაგრამ კარი დედამ გააღო.
- ლიზა, - მხოლოდ ეს აღმოხდა პირიდან და მაგრად მიმიხუტა, ვგრძნობდი როგორ აუცრემლიანდა თვალები. მართლა მოვენატრე.
- დედა.. მოვედი..

~~

- 6 თვე გავიდა, ხუმრობა ხომ არ გგონია?? - დაიწყო ისევ ქეთამ, - არც იმის უფლებას გვაძლევდი, რამე გამომგვეგზავნა, არც აქეთ ჩამოდიოდი და ერთი სიტყვით განდეგილობა არჩიე..
- განდეგილი სულაც არ ვიყავი, ყოველდღე მეზობლებს ვნახულობდი, ვსეირნობდი, ტყეში წიგნებს ვკითხულობდი და დროს საკუთარ თავს ვუთმობდი, - ეს ვთქვი და თბილი ლიმონიანი ჩაი ისევ ერთხელ მოვსვი.
- რაც არ უნდა იყოს.. ახლა სახლში ხარ.. - ხელი ხელზე დამადო დედამ. ოღონდ ეს ახლა რატომ თქვა, რატომ?? ვერ ვიტან, როდესაც ადამიანებს იმედს ვუცრუებ..
- დედა.. ვიფიქრე..
- ისევ უნდა წახვიდე, - თვალები გაუფართოვდა, ტუჩები აუკანკალდა და სატირლად მოემზადა.
- არა, არა, დაწყნარდი, - გავუღიმე და ხელზე მოვეფერე, - უბრალოდ ამ ექვსმა თვემ ბევრი რამ მასწავლა, დამაფიქრა, აღარ მინდა ამ კომფორტულ ზონაში ცხოვრება.. თავი უნდა დავაღწიო ყოველდღიურ რუტინას, დავიწყო ჩემი ცხოვრება, რომ ჩამოვყალიბდე ადამიანად, ვიპოვო საკუთარი თავი..
- რას გულისხმობ? - ჩაება გაკვირვებული ქეთა საუბარში.
- მარტო მინდა ცხოვრება, - წამიერმა სიჩუმემ დაისადგურა.
- აქ აღარ მოგწონს? - თითქოს ეწყინა დედას, ბავშვივით აუწითლდა სახე, თავი ჩახარა და ჩემი პასუხის მოლოდინში იყო.
- არა, დედა, არ მისმენ.. ვერ ვიქნები მუდამ თქვენზე დამოკიდებული, არ შემიძლია.. 22 წლის ვარ, საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ დედიკოსთან და მამიკოსთან აღარ ვიცხოვრო.. თან მუშაობასაც დავიწყებ, მაგისტრატურას და ნელ-ნელა აეწყობა ყველაფერი.
- და მე..? - ქეთას ხმა ასეთი არასოდეს გამიგონია.
ავდექი და ჩავეხუტე.
- შენთვის ყოველთვის იქნება ჩემთან ადგილი, სადაც არ უნდა ვიყო, - მომნატრებია ეს გათამამებული და ამპარტავანი გოგონა.
- როდის მიდიხარ? ბინა უკვე აარჩიე? უნდა იყიდო? ავეჯი? რამდენ ოთახიანია? - რაც კი კითხვები გაუჩნდა დედას, ყველაფერი ერთდროულად მკითხა, გამეცინა და პასუხები გასაცემად მოვემზადე.
- ესეიგი, საბურთალოზე ვნახე 2 ოთახიანი ბინა, მინდა ამ ეტაპზე ვიქირავო, თუ ვიყიდი არ მინდა რომ ვინმეს ნაცხოვრები ვიყიდო, მირჩევნია თავიდან ბოლომდე ჩემი იყოს.. თან ბიუჯეტიც არ გამწვდება, რომ ვიყიდო.. ავეჯი, ყველაფერი არის უკვე იქ და ვაპირებ ხვალიდსნ დავიწყო უკვე გადასვლის პროცესი.
- მე დაგეხმარები, - ფეხზე წამოდგა ქეთა.
- რა თქმა უნდა, - დედას გავუღიმე, რათა მის თვალებში ამ ყველაფერზე თანხმობა მიმეღო, მანაც გამიღიმა, თავი დამიკრა და დახმარება შემომთავაზა.

მეც შეგიზიზღებ!Where stories live. Discover now