ჩემი სახლი

1.5K 64 68
                                    

(ნახეთ კომენტარები, რომ შეგახსენოთ ცოტა რამ ძველ პერსონაჟებზე).

***

ალბათ არავინ იცის მარტო ცხოვრების ნამდვილი შეგრძნება, სანამ მას თვითონ არ გამოცდის.

თავდაპირველად არეული, ქაოტური, ჭუჭყიანი და უსიამოვნო პროცესია, სანამ ყველაფერი ნელ-ნელა თავისთვის არ აეწყობა და საბოლოოდ თავს სახლში არ იგრძნობ.

ეს სწორედ გუშინ ღამე, დაძინებამდე ვიგრძენი. ლოგინში კომფორტულად მოვთავსდი, მეასჯერ გაელვებული ფიქრი, ჩავკეტე თუ არა კარები, უკუვაგდე, ჰაერი ჩავისუნთქე და ვერანაირი სუნი ვიგრძენი, ფანჯრისკენ გავიხედე და ყველაფერი ნორმალურად იყო.
სახლს, ჩემს სახლს თავისი სუნი მიეცა, თავისი ფანჯარა, რომლიდანაც მუდმივად შემოდიოდა ადამიანების ხმა ჩურჩულივით.
თვალები დავხუჭე და მაშინვე პატარა ლიზა დამიდგა თვალწინ, კიკინებით, ლამაზი კაბით, ფერადი სამაჯურებითა და ბურთით ხელში. ეს დღეც გამახსენდა, როცა ასე გამოვიყურებოდი.. ცუდი დღე, მაგრამ რა ლამაზი ვიყავი.

პატარა ლიზა მიღიმოდა, მთელი სახით და სხეულით მიღიმოდა. როგორ სუსტი და გულუბრყვილო არსებაა, არა? ყველა პატარა ბავშვი, რომლებსაც ქუჩასა თუ სახლში ვხედავთ.. ყველა აუტანლად უდანაშაულოა და არცერთი მათგანი არ მემეტება იმისთვის, რასაც მათ ცხოვრება უმზადებს.
მეღიმებოდა და თან ემოციების აღუწერელ მასას ვგრძნობდი სხეულში, თითქოს ის მე არ მეკუთვნოდა, თითქოს სადაცაა გავფრინდებოდი.

და მაინც.....

როგორი ლამაზია ცხოვრება..

დაუკვირდით, თავად დაუკვირდით, რა მცირდმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი გაბედნიერება.

ხანდახან ბებიაჩემის გაკეთებული ლობიანი მაბედნიერებს, რომელსაც დილით 8ზე ცხელ ჩაისთან ერთად მივირთმევ, თავი ყველაზე იღბლიანი მგონია ასეთ მომენტში და იმ მომენტიც ვცხოვრობ.

ზოგადად ასეთი მომენტები თუ არ დავიჭირეთ, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ რამეს?!
ცხოვრებაც მომენეტების ჯამური სახეა.
ხანდახან თუ ცუდი მომენტი გვაქვს, იმას ხომ არ ნიშნავს რომ ცუდი ცხოვრება გვაქვს?!

მეც შეგიზიზღებ!Where stories live. Discover now