მშვენიერი საღამო

892 32 23
                                    

მზე ჩადის და საღამო იწყება, მე და თორნიკე მარტო ვიყავით მანქანაში, წყნარ ადგილას, იზოლირებულ გზაზე. ერთად ვტკბებოდით ყველა წამით და ყველა წუთით. მის გვერდით ვგრძნობ სიყვარულის სიმძიმესა და ძალას, რომელიც მაიძულებს თორნიკეს თვალებში სამუდამოდ ცქერას. ჩემი ხელი აიღო და ჩვენი თითები ერთმანეთში ახლართა.

აი, შემომხედა.

თვალებით მაგრძნობინებს ყველა სიტყვასა და გრძნობას. თვალებით მითბობს და ამავე დროს მიყინავს სულს. ღამის ჰაერი გრილია, შორიახლოს ბაყაყების ხმა დამამშვიდებელ მელოდიას ქმნის. ვტკბები თორნიკესთან ერთად ამ წამებით და თვალებს ვხუჭავ, მაგრამ უეცრად მანქანის სავარძლები უკან იწევა. თავი მხარზე მომაყრდნო და კომფორტულად მოკალათდა.

როდესაც თორნიკეს მკლავებში ვარ მოქცეული, ვგრძნობენ, როგორ დნება სამყაროს სიმძიმე, რომელიც ერთად ყოფნის უბრალო სიხარულია. ასეთ მომენტებში თავს დაუმარცხებლად ვგრძნობენ, თითქოს ვერაფერი დაგვაშორებს, ვერც დრო და ვერც მანძილი. ჩვენი სიყვარული ყველაზე რეალურია, რაც კი ცხოვრებაში რამე მქონია. ვიპოვე მართლად განსაკუთრებული და იშვიათი სიყვარული.

ჩამეძინა.

ალბათ მის გვერდით ყველაზე კარგად მძინავს, ამიტომ ვერ გავიგე, როგორ დაძრა მანქანა და თითქმის 40 წუთი ატარა.

- დიდიხანი მეძინა? - მოხურული პლედი გადავიფარე და კითხვის ნიშნად ავაფრიალე, - მთელი სახლი ამ მანქანაში გაქვს?
- შენს გვერდით ყველაფერს ვითვალისწინებ, - გადმოიხარა და ახლოს მოწია. თბილი ჰაერი თმას ნელა მირხევდა და თითქოს სახეზე მეფერებოდა. ხეებზე ფოთლების შრიალი ავსებს ღამის ლამაზ ცას და ჩვენი ნელი სუნთქვაც რიტმულად ყვება ამ ყველაფერს.

თორნიკე უფრო ახლოს იხრება, მე კი თვალებს ვხუჭავ და მისი ტუჩების სითბოთი ვტკბები. ყველა ხმა თავისთავად წყდება და ერთადერთი რჩება, მისი სუნთქვის ნაზი ჩურჩული, რომელიც ჩემსას ერევა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 23, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მეც შეგიზიზღებ!Where stories live. Discover now