♧თავი_1♧

774 56 22
                                    

                   20 წლის უკან

დედა სამზარეულოში იყო და ვახშამს ამზადებდა, მე კი როგორც ყოველთვის ხელს ვუშლიდი და ჩემთან ერთად თამაშს ვთხოვდი.
როდესაც მაგიდა გაშალა ჭამის უფლებას არ მაძლევდა რადგან მამას ველოდებოდით.
მართალია ჩვენ ქალაქიდან შორს ვცხოვრობდით მაგრამ მამას მოსვლა ჩვეულებრივზე მეტად დააგვიანდა.
დედა ძალიან ანერვიულდა მამას ურეკავდა მაგრამ ის ტელეფონზე არ პასუხობდა.
-ჯონგუკ მაგიდასთან დაჯექი და საჭმელი ჭამე.
ანერვიულებული სახით მითხრა დედამ.
-კი მაგრამ მამა ჯერ არ მოსულა.
-რასაც გეუბნები ის გააკეთე.
მაღალი ტონით მითხრა მან.
შიშისგან სათამაშოები ხელიდან გამივარდა, თვალზე ცრემლი მომადგა და ასე ნაწყენი მარტო დავჯექი საჭმელად.
ჭამა ახალი დასრულებული მქონდა როდესაც მამამ სახლის კარი ძლიერად შემოაღო.
დედას თვალები გაუბრწყინდა, ცრემლი მოადგა თვალზე მამას დანახვა ისე გაუხარდა.
მაშინვე ძლიერად მოეხვია მამას და ტირილი დაიწყო.
-სად იყავი ამდენი ხანი, ისე შემეშინდა როცა ტელეფონზე არ მიპასუხე.
უთხრა დედამ მამას.
-მაპატიე, მაგრამ ახლა რაც შეიძლება ჩქარა უნდა წავიდეთ აქედან.
ანერვიულებული სახით უპასუხა მამამ.
-ასე მალე გაიგეს ახალი მისამართი.
კითხულობს დედა.
-არ ვიცი ეს როგორ მოახერხა მაგრამ ეს მისამართიც გაიგო.
ამდენი დრო არ გვაქვს, მალე უნდა წავიდეთ. მხოლოდ ძალიან საჭირო ნივთები აიღე და მოვშორდეთ ამ წყეულ ადგილს.
ტონს აუწია მამამ.
დაბნეული ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, საცხოვრებელ ადგილს ყოველთვის ხშირად ვიცვლიდით დაახლოებით წელიწადში სამჯერ მაინც მაგრამ ასე სწრაფად არასდროს შეგვიცვლია სახლი,
აქ სულ რაღაც ორი კვირაა რაც ვცხოვრობთ.
ხუთ წუთში დედამ ყველაფერი მოაგვარა, ის იყო სახლიდან უნდა გავსულიყავით როცა დავინახე ვიღაც კაცები როგორ მორბოდნენ ჩვენსკენ.
-დავაგვიანე მაპატიეთ.
ეს სიტყვები მამამ ისე წარმოთქვა თითქოს მისი ბოლო სიტყვები იყო.
-ჯონგუკ ჩქარა შენს ოთახში ადი.
ტირილით მითხრა დედამ.
-მეშინია მარტო ვერ ავალ.
ვუთხარი დედას აცრემლებული თვალებით.
-წადი ჩემო ბიჭო მეც მალე მოვალ და შენს საყვარელ ზღაპარს წაგიკითხავ.
-კარგი მაშინ.
ბედნიერი სახით ვუთხარი დედას და ოთახისკენ გავიქეცი.
-რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის გახსოვდეს რომ ძალიან გვიყვარხარ ჩემო ბიჭო.
-მეც ძალიან მიყვარხართ მამა.
ღიმილით ვუთხარი მათ და კიბეებზე ავედი.
ის იყო ოთახში უნდა შევსულიყავი როდესაც შემზარავი ხმა შემომესმა, თითქოს ვიღაცამ ფანჯრები ჩაამსხვრია.
ვერ მოვითმინე და დაბლა ჩასვლა გადავწყვიტე.
როდესაც კიბეებზე ჩავდიოდი დავინახე რომ სახლში ბევრი უცხო ადამიანი იყო.
დედამ დამინახა და ჩუმად მანიშნა რომ ადგილზე დავრჩენილიყავი.
მეც კიბეზე ჩამოვჯექი და პატარა ღია ადგილიდან ვუყურებდი მათ.
-გეგონათ ასე უბრალოდ გაიქცეოდით?
დედას უყვიროდა ვიღაც კაცი.
-პაკ ფილუ რით ვერ გაიგე რომ რაც არ უნდა გააკეთო ჩვენ ვერ დაგვაშორებ.
შენთან ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია.
-კარგი შენი გადასაწყვეტია მაგრამ იცოდე რომ რაც მოხდება ყველაფერი შენი ბრალია.
შეგეძლო ჩემთან ერთად უზრუნველად გეცხოვრა მაგრამ შენ მაინც ჩემს გაგდებულ ძაღლთან ცხოვრება არჩიე.
ამიტომ ჩემი ღალატის გამო ორივეს იმ ქვეყნად გაგისტუმრებთ.
-რაც გინდა ის გააკეთე, დავიღალე უკვე შენგან გაქცევით.
დაიყვირა მამამ.
კაცმა კი ჯიბიდან იარაღი ამოიღო და დაუფიქრებლად ესროლა მას.
თვალები გამიფართოვდა შიშისგან, ერთ ადგილას გავშეშდი აღარ ვიცოდი მეტირა, მეყვირა თუ რა გამეკეთებინა.
მამა ძირს ეგდო და სისხლისგან იცლებოდა დედა კი ტირილისგან და ყვირილისგან ისე იყო დაღლილი ფეხზე ვეღარ დგებოდა.
-მეზიზღები პაკ ფილუ...მსოფლიოში ყველაზე დაუნდობელი და ამაზრზენი ადამიანი ხარ.
-ახლა სამუდამოდ ერთად იქნებით  სოჯუნ.
წამოიძახა კაცმა და ახლა დედას ესროლა.
გაშტერებული ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი, ერთადერთი რაც შევძელი გამეკეთებინა ის იყო რომ გაუაზრებლად მივედი დედასთან და სისხლში ამოსვრილს გვერდით მივუწექი.
იმ ზღაპრის მოყოლა დავიწყე რომელიც თავად უნდა წაეკითხა ჩემთვის.
თან ვტიროდი თან მეშინოდა.
იმიტომ რომ ის კაცი ისევ აქ იყო და მე მიყურებდა.
არ ვიცოდი მეც მათთან ერთად მომკლავდა თუ რას იზამდა.
მაგრამ ნეტა მოვეკალი, ნეტა მეც მათთან ერთად მოვეკალი და იქ დამთავრებულიყო ყველაფერი.
მაგრამ არა.
ჩემთან ახლოს მოვიდა, ფეხზე წამომაყენა, დამამშვიდა და მითხრა რომ ამის მერე ის იზრუნებდა ჩემზე.
დიახ, ჩემი მშობლების მკვლელი ჩემზე იზრუნებდა სამომავლოდ...
                
                     20 წლის შემდეგ

love or revengeHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin