♧თავი_6♧

206 31 34
                                    

პაკ ფილუს სახლში მივედით თუ არა გარეთ მაშინვე კევინი შეგვეფეთა კმაყოფილი სახით,.
-შე ნაბიჭვარო! შენ მოაწყე არა ეს ყველაფერი.
გაცოფებული ჰოსოკი მივარდა კევინს და საყელოში ხელი წაავლო.

-დამშვიდდი ჰოსოკ! ახლა ამის დრო არ არის, ამას მერეც მივხედავთ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-დამშვიდდი ჰოსოკ! ახლა ამის დრო არ არის, ამას მერეც მივხედავთ.
ვუთხარი მას და ხელი გავაშვებინე.
-თუ ცოცხალი გამოხვალ ოთახიდან.
ჩაიცინა კევინმა.
ჰოსოკმა კი თავი ვეღარ შეიკავა და სახეში ძლიერი მუშტი უთავაზა.
-აი ახლა შევიდეთ.
ჟაკეტი გაისწორა ჰოსოკმა და პაკ ფილუს სამუშაო ოთახის კარი შეაღო.
-ხუთი წუთი დაიგვიანეთ.
მშვიდი სახით წამოიძახა ფილუმ.
-საცობი იყო.
უპასუხა ჰოსოკმა.
-ჰოსოკ შენ შეგიძლია დაგვტოვო, შენი საქმე უკვე შესრულებულია.
ფილუ ისევ მშვიდი ტონით აგრძელებდა საუბარს.
-კი მაგრამ...
-წადი ჰოსოკ!
მკაცრი ტონით ვუთხარი მას.
-გარეთ ვიქნები.
თქვა ჰოსოკმა და შეწუხებული სახით ოთახიდან გავიდა.
პაკ ფილუმ მთხოვა მის წინ დივანზე დავმჯდარიყავი, ასეც მოვიქეცი, მაგრამ ამის შემდეგ ხმაც არ ამოუღია,
უბრალო იჯდა და მაკვირდებოდა,
მე კი ეს საშინლად მაღიზიანებდა.
-ჯონგუკ...შენი მზერა იმაზე ძლიერია ვიდრე ოდესმე.
ირონიულად ჩაიცინა ფილიმ.
-არ ჯობია საქმეზე გადავიდეთ?
დივნიდან წამოვდექი და მის სამუშაო მაგიდას ხელებით დავეყრდენი.
-გისმენ, შეგიძლია დაიწყო, აქ სწორედ მაგისთვის დაგიბარე.
-ბავშვი სად არის?!
ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვკითხე მას.
მან კი შემზარავად ჩაიცინა.
-რომელი...რომელ.ბავშვზე მეკითხები, ბატონი კიმის ვაჟზე თუ ჰიუნ ბინის 4 წლის ვაჟზე რომელიც უგზო უკლოდ გაქრა.
ფილუს ტონი ისევ მშვიდი და ირონიული იყო.
-ჯანდაბა, საიდან იცის რო დანი გადარჩა.
გავიფიქრე ჩემთვის
-რათქმაუნდა კიმის ვაჟზე ვკითხულობ, ჰიუნ ბინის ოჯახი ხომ იმ სახლში დაიწვა ყველა.
-ჰიუნ ბინის შვილის ცხედარი სახლში არ უპოვნიათ,არადა სანამ შენ მიგაგზავნიდი მათთან მანამდე კევინი იყო იქ და თქვა რომ სამივე სახლში დაინახა დედაც, შვილიც და ჰიუნ ბინიც.
-იქნებ რაიმე შეცდომაა...
-რაც შეეხება კიმის ვაჟს...ის კევინმა მომიყვანა და მითხრა რომ.როცა მამამისი შემოგაკვდა ბავშმა ყველაფერი დაინახა, მაგრამ ის თავიდან არ მოგიშორებია.
ბოლო სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვა ფილუმ, მაგიდას ხელები ძლიერად დაარტყა და ფეხზე წამოდგა, შემდეგ კი მომიახლოვდა და საყელოში წამავლო ხელი.
-რა ჯანდაბას აკეთენ ჯონგუკ, ასეთი სულელური შეცდომა არასდროს დაგიშვია, როგორ შეგეძლო ის პატარა ნაბიჭვარი ცოცხალი დაგეტოვებინა.
არ იცი რომ ყველა თავიდან უნდა მოიშორო ვინც მსგავს ფაქტებს შეესწრება? გინდა ქალი იყოს ეს, გინდა ბავშვი, გინდა მოხუცი...
მისი მოსმენა ყელში რომ ამომივიდა ხელი ვკარი და ტონს ავუწიე.
-თუ ასეა რატომ მე არ მომიშორეთ მაშინ თავიდან როცა დავინახე როგორ მომიკალით დედ მამა.
ამის გაგონებაზე ცივად შემომხედა
და შემდეგ მის ადგილას დაჯდა.
-იმიტომ რომ შენში ის დავინახე რაც ყველაზე მეტად დამჭირდებოდა ჩემი სამომავლო გეგმებისთვის.
გგონია ვერ ვხვდები როგორ ოცნებობ ჩემს მოკვლაზე?
გგონია შენი გეგმების შესახებ არაფერი ვიცი?
ჯონგუკ...ამისთვის შენ ჯერ კიდევ უნდა გაიზარდო.
მე ყველაფერი მოგეცი რაც შემეძლო.
მშვიდად საუბრობდა ფილუ, მე კი გაოგნებული ვუსმენდი მას.
თუ ყოველთვის იცოდა რომ მისი მოკვლ მინდოდა აქამდე რატომ არ მომკლა. თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა.
-მე გადაგარჩინე მაშინ როცა სულ მარტო დარჩი...
-მარტო შენ დამტოვე ნაბიჭვარო.
გაცოფებულმა დავუყვირე ფილუს, მის მაგიდაზე დადებულ იარაღს წავავლე ხელი და პირდაპირ მას დავუმიზნე.
ხმაურზე მცველებმა კარი შემოაღეს და სიტუაცია რომ გაანალიზეს ყველამ იარაღი მე დამიმიზნა.
-ვინმემ დაგიძახათ?
დაიყვირა პაკ ფილუმ
-ახლავე გაეთრიეთ.
უხეშად უთხრა მან მცველებს და გააგდო ისინი.
ეს ყველაფერი ჰოსოკმაც დაინახა და ძალიან ანერვიულდა.
-რატომ გაყარე მცველები, გგონია ვერ მოგკლავ?
-ჯერ კიდევ არ გესმის, შენ მთლიანად ჩემი შექმნილი ხარ
შემქმნელს კი მაშინ შეუძლია გაანადგუროს ნიმუში როცა მოესურვება.
არავის აქვს შენი მოკვლის უფლება ჩემს გარდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ პაკ ფილუ, შენი მოკვლა ახლა მართლა არ შემიძლია.
დავიღრიალე ბოლოხმაზე და იარაღიც მოვისროლე.
იქვე იატაკზე ჩავიკეცე და ნერვებისგან ცრემლები მომადგა თვალზე.

love or revengeWhere stories live. Discover now