♧თავი_12♧

133 23 20
                                    

დილით გაღვიძება რათქმაუნდა ყველას დანიმ დაასწრო.

ლოგინიდან ადგა, ჩუმად იმ ოთახში შეიხედა სადაც ჯონგუკს და ჯიმინს ეძინათ, ხოლო შემდეგ ფრთხილად ჩავიდა კიბეებზე და ჯერ მისაღებ ოთახში ათვალიერებდა რაღაცას, შემდეგ კი სამზარეულოში შევიდა.

-ოჰო....პატარა პრინცს გაუღვიძია.

-იუნგი.

წამოიძახა დანმა გახარებული სახით.

-რადგან გაიღვიძე მოდი საუზმე ჩვენ მოვამზადოთ. რას იტყვი?

-კარგი...მაგრამ შენ შეგიძლია ისეთი გემრიელი საუზმე მოამზადო როგორსაც ჯიმინი ამზადებს?

უკმაყოფილო სახით კითხულობს დანი.

-რათქმაუნდა, გგონია მარტო მას შეუძლია გემრიელი საჭმელების კეთება?

იუნგის ცოტაარიყო ეწყინა დანის ნათქვამი.

-მე ჯიმინის მომზადებული საუზმე მიყვარს.

-კი მაგრამ ჩემი მომზადებული არც კი გაგისინჯავს.

-ალბათ წინასწარ ხვდება რომ არ მოეწონება.

სამზარეულოში შემოვიდა ჰოსოკი.

-მაშინ მოდი და შენ მოამზადე.

გაღიზიანდა იუნგი და სამზარეულოდან გასვლა დააპირა, მაგრამ ჰოსოკმა შეაჩერა.

-კარგი, კარგი მარტო ვერ ვიზამ.

მე უბრალოდ დაგეხმარებით.

-კარგი იქნება თუ ხმას საერთოდ არ ამოიღებ.

-ვეცდები.

ეშმაკურად გაეღიმა ჰოსოკს და საქმეს შეუდგა.

იუნგი ბლინებს აკეთებდა, ჰოსოკი ხილს ჭრიდა, დანი კი ჰოსოკთან იდგა,

დაჭრილ ხილს ჩუმად ეპარებოდა და ჭამდა.

საუზმე უკვე მზად იყო, მაგრამ ჯიმინი და ჯონგუკი ისევ არ ჩანდნენ.

-წადი და ჯონგუკი გააღვიძე.

უთხრა იუნგიმ ჰოსოკს.

love or revengeWhere stories live. Discover now