♧თავი_3♧

271 45 12
                                    

მართალია ჯონგუკს მალე ჩაეძინა მაგრამ ძილშიც კი წუხდა და ვერ ისვენებდა.
ყოველი შფოთვისას დასამშვიდებლად თავზე ვეფერებოდი,იმისთვი რომ მარტოობა არ ეგრძნო.
რამდენიმე საათის შემდეგ ძილი მეც მომერია,
სწორედ ამ დროს კარზე დაუკაკუნებლად ოთახში იუნგი შემოვიდა.
-ჯიმინ! გასაგებია რომ მასთან ყოფნა გსიამოვნებს, მაგრამ იქნებ ჩემზეც იფიქრო და მიხვდე რომ უძილობისგან სადაცაა ნერვები დამაწყდება.
გადაღლილი და უხასიათო სახით შემომჩივლა.

-რას ბოდავ!მასთან ყოფნა სულაც არ მსიამოვნებს, უბრალოდ თვითონ მთხოვა ცოტახნით დარჩენა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-რას ბოდავ!მასთან ყოფნა სულაც არ მსიამოვნებს, უბრალოდ თვითონ მთხოვა ცოტახნით დარჩენა.
გაბრაზებული სახით ვუპასუხე მას და ლოგინიდან მაშინვე წამოვდექი.
-კარგი ვითომ არ გიცნობ.
მომღიმარი სახით მითხრა იუნგიმ.
-ღმერთო...გაეთრიე, ჩამოვალ და წავიდეთ.
-შეგიძლია თამამად დაემშვიდობო,მე არ გიყურებთ.
ეშმაკური ღიმილით წამოიძახა იუნგიმ და ოთახში ერთი ნაბიჯით შემოვიდა.
-შენ სულ გააფრინე?ახლავე ჩადი და დაბლა დამელოდე.
იუნგი ძალით გავაგდე ოთახიდან და კარებიც ცხვირწინ მივუხურე.
შემდეგ ჯონგუკთან მივედი და მისი გაღვიძება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ.
-წერილი ხომ არ დავუტოვო...მაგრამ კარს ვინ ჩაკეტავს...იქნებ ცუდად გახდეს.
წამში უამრავმა კითხვამ მოიყარა თავი ჩემს გონებაში.
-პაკ ჯიმინ! საერთოდ ეს ყველაფერი რაში გაინტერესებს.
ის ხომ უბრალოდ...უბრალოდ...
უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ბიჭია რომელიც სულ რაღაც ორი დღეა გაიცანი.
გონებაში გავუბრაზდი საკუთარ თავს და გონზე მოსასვლელად ღრმად ამოვისუნთქე.
-კარგი როგორც არის, მას ხვალ მაინც არ ეცოდინება რომ მის გამო თითქმის გავათენე, ისევ ისეთი უხეში და ცივი იქნება როგორც ყოველთვის.
ამიტომ მარტოც კარგად მიხედავს თავს.
ჩემთვის ვბურტყუნებდი, ასევე პარალელურად ვუყურებდი მძინარე ჯონგუკს.
მასთან მივედი რომ პლედი მიმეფარებინა შემდეგ კი წავსულიყავი,მაგრამ როგორც კი წასასვლელად გავტრიალდი მოულოდნელად ვიგრძენი რომ ჩემი ხელი ჯონგუკმა დაიჭირა.
მისკენ შევტრიალდი და დაბნეულმა განთავისუფლება ვცადე, მაგრამ ხელს უფრო და უფრო მიჭერდა.
-რა ჯანდაბაა.
გაოგნებული სახით წამოვიძახე და განთავისუფლებას ვცდილობდი რა დროსაც წამებში ჯონგუკის ლოგინში და მის მკლავებში აღმოვჩნდი.
შიშის და გაოცებისგან ვეღარაფერს ვამბობდი, მხოლოდ ჯონგუკს ვხედავდი რომელსაც მკლავებს შორის ვყავდი მოქცეული და ზემოდან გაცეცხლებული თვალებით დამყურებდა.

love or revengeWhere stories live. Discover now