♧თავი_14♧

235 25 28
                                    

ვერავის აუხსნი და ვერც ვერავინ გაიგებს, ზოგჯერ როგორი ძნელია იღიმოდე როცა სიკვდილამდე გტკივა, ზოგჯერ როგორი დამღლელია უბრალოდ ადგე და ახალი დღე დაიწყო,
ზოგჯერ როგორ გახრჩობს ფიქრები,მოგონებები, გრძნობები, აქამდე ვერავის რომ ვერ გაანდე.
ზოგჯერ როგორ გინდა უბრალოდ გაექცე ყველას,
წახვიდე ძალიან შორს და დაივიწყო ყველაფერი.
ზოგჯერ ძალიან ძნელია თავზე გენგრეოდეს ცხოვრება შენ კი მაინც იღიმოდე და არაფერს იმჩნევდე.
მაგრამ სამუდამო არაფერია,
ყველაფერს აქვს დასასრული,
მათ შორის ტკივილსაც.
უბრალოდ მთავარია შეძლო და ეს ტკივი შენს ძალად აქციო.
რამდენჯერაც დაეცემი იმდენჯერ უნდა წამოდგე.
ყველაზე მწარე გაკვეთილი რაც კი ჯონგუკს შეეძლო მიეღო მისი ცხოვრებიდან ეს იყო ის, რომ
ცხოვრება ყველაზე დაუნდობელი რამაა.
შეიძლება ერთ დღეს ბედნიერებისგან ცაში გაფრინოს, მაგრამ მეორე დღეს მიწაზე ისე დაგახეთქოს რომ ნამსხვრევებად იქცე.
"რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს"
სწორედ ამის გააზრება იყო ჯონგუკის ახალ ადამიანად დაბრუნების მიზეზი.

"რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს"სწორედ ამის გააზრება იყო ჯონგუკის ახალ ადამიანად დაბრუნების მიზეზი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


ჯიმინისpov:ორი კვირა, ზუსტად ორი კვირა გავიდა იმის მერე რაც გონჯუკი ვნახე, ისიც დაკრძალვაზე.
ისეთი უსიცოცხლო და განადგურებული იყო მასთან დალაპარაკებაც კი ვერ შევძელი.
არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი ეს სადისტობა ვინ ჩაიდინა, არ ვიცი ვინ, სად, როგორ უნდა ვეძებო,
ერთადერთი რისი თქმაც დაზუსტებით შემიძლია არის ის,
რომ როდესაც იმ ადამიანს ვიპოვით ვინც ყველა ასე უმოწყალოდ გაგვიმეტა და გაგვანადგურა საკადრისად დაისჯება ამ სიბოროტისთვის.
-ჯიმინ! როდემდე აპირებ აქ მარტო ჯდომას.
ოთახში შემოვიდა იუნგი.
-ჯონგუკს ხო არ დაურეკავს ან რამე ხო არ დაუბარებია ჰოსოკისთვის.
იმის გამო რომ უკვე ორი კვირაა არ მინახავს და არც კი მილაპარაკია მასთან, ყველგან ის მელანდება.
-არა ჯიმინ! ვიცი რომ ის გენატრება, ვიცი რომ მისი ნახვა გინდა, მაგრამ დრო მიეცი.
რაც მის ცხოვრებაში მოხდა და ხდება არ არის ადვილი გადასატანი.
-ვიცი და არც არაფერს ვითხოვ მისგან, უბრალოდ მაინტერესებს როგორ არის და რას აკეთებს,
სულ ესაა.
-შენზე ძალიან ვღელავ, ორი კვირაა ამ ოთახში ხარ გამოკეტილი და წესიერად არც კი იკვებები, სახეზე ფერი აღარ გადევს.
რამე რომ მოგივიდეს მერე რა ვქნა,
თან მამაშენიც არაა სახლში.
იუნგის ეტყობოდა რომ მართლა ნერვიულობდა ჩემზე, ამიტომ მის დამშვიდებას შევეცადე.
-მოდი დღეს საღამოს სადმე გავიდეთ კარგი?
ჩემი ეს წინადადება ისე გაუხარდა იმწამსვე საღამოს დაგეგმვა დაიწყო.
-ისე შენს ნათქვამზე დავფიქრდი,
მამა ზუსტად მაშინ გაუჩინარდა როცა ეს უბედურება დატრიალდა, თან ზუსტად იმ დღეს მამა და ჯონგუკი საშინლად.ჩხუბობდნენ კაბინეტში.
ვუთხარი იუნგის რომელიც საღამოსთვის ტანსაცმელს არჩევდა.
-ხო მაგრამ სანამ წავიდოდა ხომ გითხრა რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და გაურკვეველი დროით გამგზავრება იყო საჭირო.
-კი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენება.
ჩავფიქრდი ჩემთვის.
-მისმინე! ზედმეტად თავს ნუ გადაიტვირთავ ფიქრებით, ამ დროს ყოველთვის ცუდზე ფიქრობს გონება.
უბრალოდ ეცადე დროს მიანდო ყველაფერი.
-მართალი ხარ, დროა გამოვფხიზლდე.
ვუთხარი იუნგის და წვიმის წვეთებით დასველებულ ფანჯარაში ყურება გავაგრძელე.
-კარგი ახლა წავალ, ჰოსოკს გავაფრთხილებ რომ საღამოს უნდა გავიდეთ, შენ მანამდე მოემზადე.
მითხრა იუნგიმ და ოთახიდან გადიოდა, რა დროსაც უეცრად უკან შემოტრიალდა რადგან რაღაც გაახსენდა.
-ხო არ დაგავიწყდა რო ხვალ ჯონგინი ჩამოდის.
-არა რათქმაუნდა, აქ დარჩენაც შევთავაზე უკვე და დამთანხმდა.
-კარგი მაშინ ახლა წავალ.
მალე მოემზადე.
მომაძახა სანამ ოთახის კარს დახურავდა და გავიდა.
-ნეტავ ახლა რას აკეთებ.
ისევ ჯონგუკზე ფიქრებმა გამიტაცა...

love or revengeWhere stories live. Discover now