♧თავი_4♧

235 43 16
                                    

როდესაც ჯონგუკი ცეცხლ მოკიდებულ სახლში შევარდა ძალიან დავიბენი და შემეშინდა.
აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
ხალხმრავლობა რომელიც ხანძარმა გამოიწვია ეს უფრო მაბნევდა.
ჯონგუკიც ძალიან იგვიანებს თითქმის ნახევარი საათია შენობაშია, არ ვიცი რა ვქნა რა მოვიმოქმედო, ძალიან ვნერვიულობ და პანიკური შემოტევები მაქვს,
უამრავი რამ მიტრიალებს თავში,
იქნებ იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდეს,იქნებ რაიმე დაუშავდეს...
ასე მგონია რომ ამ ფიქრებით თავი გამისკდება, ხალხის ხმაც აღარ მესმის, ახლა უბრალოდ მივშტერებივარ სახლის კარს რომელიც ცეცხლშია გახვეული და ერთი სული მაქვს როდის გამოვა იქიდან ჯონგუკი.
როგორც იქნა სახანძრო დახმარებაც მოვიდა.
-ბატონო სახლში ახალგაზრდა ბიჭია,
ბავშვის გადასარჩენად შევიდა, გთხოვთ დაეხმარეთ მას.
უთხრა ერთ-ერთ მაშველს მოხუცმა კაცმა.
-ნუ ნერვიულობთ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ისინი გადარჩნენ.
უპასუხა მაშველმა და საქმეს შეუდგა.
სულმოუთქმელი ველოდებოდი როდის გამოვიდოდა გონგუკი მაგრამ სულ ტყუილად ის არ ჩანდა.
უკვე იმდენად ვნერვიულობდი ძალა გამომეცალა ცრემლები კი თავისით მომდიოდა თვალიდან.
უეცრად ხალხი პანიკაში ჩავარდა, ვერ გავიგე რა მოხდა სანამ არ დავინახე გვამები რომელიც სახლიდან გამოიტანეს.
ვერ ავღწერ ამ დროს რა დამემართა,
თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და სამყარომ არსებობა შეწყვიტა.
-არა ეს რაღაც შეცდომაა...ასე ვერ მოხდებოდა...ვიცი რომ ჯონგუკი კარგად არის...ვაწყნარებდი საკუთარ თავს რა დროსაც მომესმა ხმა.
-პაკ ჯიმინ!!!
აქეთ-იქით დავიწყე ყურება რომ გამეგო საიდან მომესმა ეს ხმა.
-ჯიმინ აქეთ! ისევ განმეორდა ხმა,
გავიხედე და რას ვხედავ,
ჯონგუკი რომელიც  გვერდითა სახლის უკანა ეზოდან მიქნევს ხელებს.
გაოგნებული ვუყურებდი მას, ვერაფერი ვერ გავიდე როდის, როგორ ან რანაირად მოხვდა იქ.
რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი რომ რაღაცას მანიშნებდა,თავიდან ვერ გავიგე მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ მასთან მისვლას მთხოვდა.
ასეც მოვიქეცი, მალევე მანქანაში ჩავჯექი და უკანა ეზოდან მივაკითხე მას.
ჯონგუკისpov:როდესაც ცეცხლ მოკიდებულ სახლში შევარდი არაფერი მესმოდა გარგა იმ ბავშვის ტირილისა, ერთი სული მქონდა მეპოვა და სახლიდან გამომეყვანა.
მის ხმას მივყვებოდი და თვალებს ვაცეცებდი, უკვე სუნთქვა მიჭირდა რადგან კვამლი უფრო და უფრო იმატებდა.
როგორც იქნა მივაგენი ოთახს საიდანაც ბავშვის ხმა ისმოდა, კარი შევამტვრიე და მაშინვე შიგნით შევედი მაგრამ ბავშვი ვერ დავინახე, შემდეგ ისევ მისი ტირილის ხმა გავიგონე,
კარადიდან მოდიოდა ხმა,
მივედი და კარადა გამოვაღე ბავშვი კი შეშინებული შიგნით იჯდა და ტიროდა, ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს მეუბნებოდა დამეხმარეო,
-ნუ გეშინია პატარავ, აქედან მე გაგიყვან მაგრამ ერთი პირობა უნდა მომცე კარგი?
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ცრემლები შეიმშრალა.
-აღარ იტირო და ხმა არ ამოიღო სანამ მე არ გეტყვი კარგი?
ვუთხარი მას და ჩემი ქურთუკი მოვაფარე.
ის ისეთი შეშინებული იყო ვერც ლაპარაკობდა ამიტომ ისევ თავი დამიქნია.
მაშინვე ხელი დავავლე და ზურგზე მოვისვი.
უკვე სახლიდან გამომყავდა რა დროსაც გარეთ პაკ ფილუს ხალხი შევამჩნიე.
-ჯანდაბა!...ახლა რა ვქნა.
ვიცოდი რომ თუ ახლა ამ ბავშვთან ერთად ამ სახლიდან გამოვიდოდი პაკ ფილუ ძალიან გაბრაზდებოდა იმიტომ რომ მის განაჩენს შევეწინააღმდეგე, მაგრამ ამაზე მეტად ის მადარდებდა რომ ამ ბავშვს მაინც თავიდან მოიშორებდა ან იგივეს გამოატარებდა რაც მე გამომატარა.
ამიტომ დაუფიქრებლად სახლში შევტრიალდი, უკანა გასასვლელი ვიპოვე რომ არავის დავენახეთ და იქიდან გავედით, გამოსვლისას კი ხელი საშინლად დავიწვი მაგრამ ამას ვინ დარდობს ახლა.
მეზობლის ეზოში შევედი, ბავშვი იქვე კედელთან დავსვი მე კი შევეცადე ჯიმინი მეპოვა რომ აქედან რაც შეიძლება მალე წავსულიყავით.
ჩემდასაბედნიეროდ სწორედ მაშინ ატყდა ხმაური და ხალხი ძალიან აირია.
ყველა ერთ მხარეს შეიკრიბა და ისე იქცეოდნენ თითქოს რაიმე სანახაობას უყურებდნენ რისი გამოტოვებაც არ შეიძლებოდა.
სწორედ ამ დროს დავინახე ჯიმინიც,
დავუძახე მაგრამ ვერ გაიგონა,
შემდეგ ისევ დავუძახე და ხელი დავუქნიე რომ შევემჩნიე,
მანაც როგორც იქნა შემამჩნია  მიხვდა რასაც ვანიშნებდი ამიტომ მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და ჩემსკენ წამოვიდა.
მე კი ბავშვთან მივედი რომელიც ჯერ კიდევ შეშინებული იყო.
-არ ინერვიულო...ახლა ვეღარავინ ვერაფერს დაგიშავებ.
ვუთხარი მას ღიმილით და თავზე ხელი გადავუსვი...
როცა ჯონგუკთან მივედი მაშინვე მანქანიდან გადმოვედი და ანერვიულებულმა აქეთ-იქით დავიწყე სიარული.
შემდეგ მის წინ გავჩერდი და ყვირილი დავუწყე მას.
-იცი მაინც რა იდიოტობა ჩაიდინე!?
გული გამისკდა...მეგონა მოკვდი,
შენ კი თურმე...
უეცრად ჯონგუკი მომიახლოვდა და პირზე ხელი ამაფარა.
-რა გაღრიალებს...ასე ხალხის ყურადღებას მივიქცევთ და ბავშვსაც უარესად შეაშინებ.
სიტყვები კბილებში გამოცრა.
მე კი თავი უხეშად გავაქნიე და მისი ხელი პირიდან მოვიშორე.
-ბავშვი?...ვინ ბავშვი?...შენ რა ის მართლა გადაარჩინე?
-ღმერთო რა იდიოტი ხარ.

love or revengeOnde histórias criam vida. Descubra agora