♧თავი_15♧

82 17 12
                                    

მარტო ყოფნა არის ძალა, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი უმკლავდება.
მარტოობაზე საშინელი მხოლოდ სიკვდილი შეიძლება იყოს.
და მაინც, რატომ ირჩევს ხალხი მარტოობას.
იქნებ იმიტომ რომ საკუთარი თავი დასაჯონ, რაღაც ისეთის გამო რაც შინაგანად აწუხებთ.
ან იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ მარტო ყოფნა უწევთ, იმისთვის რომ სხვას ზიანი არ მიაყენონ.
ან იქნებ სულაც არ უნდათ მარტოობა, მაგრამ ხალხი ვერ უგებს მათ.
არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი,
არ ვიცი რატომ შეიძლება ადამიანმა მარტო ყოფნა არჩიოს საყვარელ ხალხთან ყოფნას, მაგრამ ყველაფერს აქვს რაღაც მიზეზი.
ჯონგუკისთვის კი ეს მიზეზი მათი დაცვა იყო.
ფიქრობდა რომ რამდენადაც უფრო შორს დაიჭერდა თავს მისი საყვარელი ადამიანებისგან, მით უფრო უსაფრთხოდ იქნებოდნენ ისინი, მაგრამ იმას ვეღარ ფიქრობდა თავად რამხელა ტკივილს აყენებდა მათ ამ საქციელით.
განსაკუთრებით ჯიმინს, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ მაინც ყოველსაღამოს ჰოსოკთან ერთად მიდის და ჯონგუკს ნახულობ, იმისთვის რომ დარწმუმდეს მის უსაფრთხოებაში.
ჯონგუკიც მას ყოველსაღამოს ელოდება, რომ შორიდან მაინც დაინახოს და იგრძნოს მისი არსებობა.
მაგრამ ერთ საღამოს ჯიმინი ჯონგუკთან არ მივიდა.
რამაც ბიჭი თან გააღიზიანა თან დააბნია.
ჯონგუკმა ზუსტად იცოდა ის დრო როცა ჰოსოკი მასთან მიდიოდა და სწორედ ერთი და იგივე დროს დადგებოდა ფანჯრის წინ, რომ მანქანაში მჯდომი ჯიმინი დაენახა, რომელსაც თავიდან სახლში შემოსვლის დროს ზედაც კი არ უყურებდა ხოლმე, სწორედ ამის გამო შეწყვიტა ჯიმინმა სახლში შესვლა.
იმ საღამოსაც ასე ელოდებოდა ჯონგუკი ჯიმინს, მაგრამ ის არ მოვიდა.
ხოლო როცა ჰოსოკი სახლში შემოვიდა მისალმების მაგივრად მაშინვე ის ჰკითხრა თუ სად იყო ჯიმინი.
-და რაში გაინტერესებს სად არის ჯიმინი, რამდენიმე დღის წინ თავად არ უთხარი აღარ მოხვიდე ჩემს სანახავადო?
უპასუხა გაბრაზებულმა.ჰოსოკმა.
-კი, მაგრამ მაინც მოდიოდა.
-ხოდა ამის მერე აღარ მოვა! ალბათ იმასაც ყელში ამოუვიდა ისევე როგორც მე.
როდემდე აპირებ ამ სახლში ჩაკეტვას.
როდემდე აპირებ ჩვენგან გაქცევას.
ხომ ხედავ, თავსაც ინადგურებ და ყველაფერს ანადგურებ შენს გარშემო.
ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობ?
კი ჯინი და დანი აღარ არიან, მაგრამ ჩვენ? ჩვენ ხომ აქ ვართ შენს გვერდით.
როდის აპირებ ჩვენთან დაბრუნებას,
მაინც და მაინც ჩვენც უნდა მიგატოვოთ რომ მიხვდე რას ვგრძნობთ?
ვერ ხვდები რამხელა ზიანს გვაყენებ სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი იგივეს?
ძალიან დავიღალე, მართლა ძალიან დავიღალე იმის მოლოდინში რომ როდესმე ისევ ძველებურად ვიქნებით.

love or revengeWhere stories live. Discover now