♧თავი_2♧

305 50 17
                                    

დილა ისეთი ხმაურით დაიწყო ამ სახლში ასეთი ხმაური არასდროს ყოფილა.
ოთახიდან რომ გამოვედი სახლი სავსე იყო უცხო ხალხით.
-რა ხდება, ასეთი ხმაური რატოა?!
ვკითხე იქვე მყოფ დაცვას.
-ბატონი პაკის ვაჟის სანახავად მოვიდა ყველა. ძალიან აინტერესებთ აქამდე რატომ არსად აჩენდა ვაჟს. ზოგმა პირველად გაიგო რომ პაკ ფილუს ვაჟი ყავდა.
-დილით მოსვლა აუცილებელი იყო?
უჟმური სახით წამოვიძახე და დაბლა ჩავედი.
პაკი და მისი აქამდე ყველასთვის უცნობი შვილი გარეთ საუზმობდნენ, დანარჩენები კი მათ ჭამას უყურებდნენ და მათ ელოდებოდნენ.
მაგიდასთან რომ მივედი ბატონ პაკს მივესალმე და ვუთხარი რომ დღეს სახლში არ მოვიდოდი.
მან კი მთხოვა მათთან ერთად მესაუზმა.
თავიდან უარზე ვიყავი მაგრამ რომ აღარ შემეშვა მაგიდასთან დავჯექი.
შევამჩნიე რომ ჯიმინი უხერხულად იყო, საჭმელსაც კი ვერ ჭამდა.
სიმართლე გითხრათ სასაცილოდ გამოიყურებოდა, ზუსტად ისე დიდ სავაჭრო ცენტრში რომ ბავშვი დაიკარგება.
-ხალხმრავლობას მიჩვეული არ ხარ როგორც ჩანს.
ირონიით ვუთხარი ჯიმინს.
-და ეს ასეთი სასაცილოა? საერთოდ ეს ხალხი აქ რატოა არ მესმის, ისე მიყურებენ საჭმელსაც ვერ ვჭამ.
-ამას უნდა მიეჩვიო შენ ჩემი შვილი ხარ და ამ ქალაქში ყველა ისე მოგექცევა როგორც მეფეს.
კმაყოფილი სახით უთხრა
პაკ ფილუმ.
-თუ ასე მოხდება ისევ იაპონიაში დავბრუნდები, კარგად იცი რომ არ მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მითუმეტეს ისეთ ხალხში როგორ ხალხშიც შენ ტრიალებ.
სერიოზული სახით თქვა ჯიმინმა.

- კარგი მოეშვი, თავისუფლად ჭამე მე ვეცდები ეს ხალხი სხვაგან გავიყვანო

Rất tiếc! Hình ảnh này không tuân theo hướng dẫn nội dung. Để tiếp tục đăng tải, vui lòng xóa hoặc tải lên một hình ảnh khác.

- კარგი მოეშვი, თავისუფლად ჭამე მე ვეცდები ეს ხალხი სხვაგან გავიყვანო.
ვუთხარი ჯიმინს და მაგიდიდან ავდექი.
-მოიცადე ჯონგუკ! ჯიმინი აეროპორტში წაიყვანე, დღეს მისი მეგობარი ჩამოდის და უნდა დახვდეს.
-მამა თავადაც შემიძლია წასვლა ბავშვი კი არ ვარ.
წამოიძახა ჯიმინმა.
-აქ იაპონია არ არის!  ქალაქსაც კარგად არ იცნობ, ამიტომ დამიჯერე რასაც ვამბობ.
მკაცრი ტონით უთხრა ფილუმ ჯიმინს.
-კარგი თუ ასეა წავიდეთ, სადმე სხვაგან შევჭამთ.
ვუთხარი ჯიმინს და მალევე წამოვედით.
მანქანასთან რომ მივედი და მისი გაღება ვცადე არ გაიღო.
-რა ხდება.
ვიკითხე დაბნეული სახით.
შემდეგ ჩემი ყურადღება ჯიმინმა მიიქცია რომელიც ჩუმად იცინოდა.
-რა არის სასაცილო.
შევუბღვირე მას.

love or revengeNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ