Be Quiet

139 25 30
                                    

"ძვირფასო დღიურო

ახლა პაკის სახლში ვარ, აქ ყველაფერი არარეალურად ლამაზია, სახლი, ეზო, ბიჭები, სასმელსაც კი არარეალურად სასიამოვნო გემო აქვს, ახლა უკვე გაბრუებული ვარ, სუჰო და ლეი ისე ცეკვავენ ნელი სიმღერის ფონზე რომ წლების დაქორწინებულ წყვილს მახსენებენ, ძალიან უხდებიან ერთმანეთს, დიო და ქაი პაკის დისკების კოლექციას განიხილავენ და რა თქმა უნდა წიგნებს... ეჰჰჰ რა არის დო კიონგსუ წიგნების გარეშე?  სეჰუნი რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე წავიდა.
მე ბუხართან ვზივარ, ვუყურებ როგორ იწვება შეშა, ნელ-ნელა, გზად მხოლოდ გავარვარებულ ნახშირს ტოვებს... ზუსტად ასეთი შეგრძნება დამიტოვა პაკ ჩანიოლმა, რომ დავინახე თითქოს მთელს სხეულზე ცეცხლი წამეკიდა, მაგრამ როგორც კი დამტოვა უბრალოდ გავარვარებულ ნახშირად ვიქეცი... ის დღეს პირველად დავინახე, ძალიან მაღალია, მიმზიდველი, ძლიერი მამაკაცური ხელები აქვს, მაგრამ მისი თვალები ტკივილითაა სავსე..."

ბექიონმა დღიური ჩანთაში დააბრუნა, ფეხზე წამოდგა და ბარბაცით კიბეს მიადგა.

- ბექიონ, სად მიდიხარ? - ქაიმ მომენტალურად შეამჩნია ბექი, ბიჭი საკუთარ თავს არ ჰგავდა, მთელი საღამო ჩუმად იჯდა და სვავდა.

- საპირფარეშოში, თავს მოვიწესრიგებ.

ბექიონი მშვიდად ავიდა საფეხურებზე, მეორე სართულზე ოთახები ისეთივე დიდი და მშვენიერი იყო როგორიც პირველზე, დერეფნის ბოლო კარი ოდნავ შეღებული იყო, ბიონს ჩანიოლის კიდევ ერთხელ ნახვა სურდა, თავს ვერ აპატიებდა თუ სახლს მის უნახავად დატოვებდა, კარი მშვიდად შეაღო და ოთახში შევიდა. სიბნელის გამო არაფერი ჩანდა, ოთახს მხოლოდ ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი ანათებდა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს და მასზე მძინარე ჩანიოლს დააჩერდა.

"უბრალოდ არარეალურია... როგორ შეიძლება ადამიანი ასეთ სილამაზეს ფლობდეს"

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now