Seems like a plan

106 15 16
                                    

რამოდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ ჩანიოლი და ბექიონი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ, სახლში დაბრუნება არ უნდოდათ, მაგრამ სეჰუნის ზარმა ორივე ძალიან დააშინა. ბიჭები სასტუმრო ოთახში შესვლის თავანავე მეგობრებს გადაეხვივნენ და თავიანთი ადგილები დაიკავეს.

- აბა მოყევი სეჰუნ, დენ დარტყმულებივით რატომ მოგვაბრუნე - წარბი ასწია ჩანიოლმა.

- არც მე მინდოდა თქვენი თაფლობის თვის დარღვევა, მაგრამ პორბელმები გვაქვს - სეჰუნმა ამოიხვნეშა და ბიჭებს გადახედა - მინსოკის და ჩენის ბანდამ მათი სიკვდილის შესახებ გაიგეს და გუშინ ჰარ-რიდში ჩამოვიდნენ.

- რაიმეს გაგება მოასწარით? - ამოიხვნეშა ჩანიოლმა.

- ოთხნი არიან - საუბარი ქაიმ განაგრძო - ასე არ გარისკავდნენ, დარწმუნებულები ვართ რაღაც გეგმა აქვთ, მაგრამ მე იცი რამ გამაკვირვა, ოთხივე მათგანი ჩინელია.

- ერთ-ერთი მათგანი ვიცანი, ვან იბო - ლეიმ სუჰოს ხელი ჩასჭიდა.

- შენი ყოფილი გენერალი? - პაკს გაუკვირდა - გამოდის რომ ახალი მოქცეულია.

- მთლად მასე არაა საქმე, მთელი ღამე ბექიონის მოტანილ წიგნებს და მამაშენის დღიურებს ვეჯექით, ეჭვი გვაქვს რომ პირველყოფილი ოჯახიდანაა - სეჰუნი.

- დაიცადეთ - ბექიონი სავარძლის საზურგეს მოშორდა და იდაყვები მუხლებით დაეყრდნო - პირველყოფილი, ანუ პირველი ვამპირი დედამიწაზე?

- იცი რამე მათ შესახებ? - დიოს თმიდან ცხვირი ამოყო ქაიმ.

- ლეგენდების მიხედვით, პირველყოფილი ვამპირები ხალხში მთვარის დაბნელების დროს ჩნდებიან და მაქციებზე ნადირობენ, მათ სისხლს კი მაქციის სასიკვდილო ნაკბენისგან შეუძლია განკურნება - ბექიონი დაფიქრდა, ვერ იხსენებდა რა გამორჩა.

- მეც წავიკითხე ეგ შენი შელოცვების წიგნში - დიომ მაგიდიდან წიგნი აიღო და საჭირო გვერდზე გადაშალა - მაქციის ნაკბენი ვამპირისთვის სასიკვდილოა და მისგან განკურნების წამალი მხოლოდ პირველყოფილი ჰიბრიდის სისხლია. აქვე წერია რომ პირველყოფილი ვამპირის მოკვლა შეუძლებელია.

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now