Little Puppy

99 18 5
                                    

"ძვირფასო დღიურო

ჩანიოლის რჩევით ბებიასთან ორი  კვირა გავატარე, ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გავიგე ჯადოქრობაზე, ბევრი რამ ვეცადეთ, მაგრამ ძალებმა მაინც არ იჩინეს თავი. ამ დროის განმავლობაში ბიჭები რიგრიგობით ყარაულობდნენ სახლს, ბებიაჩემს დიდად არ გახარებია ეს ამბავი, ალქაჯები და ვამპირები საუკუნეებია მტრობენ... როგორც მოგვიანებით გავიგე მინსოკი ცივსისხლიანი მკვლელი იყო, რომელიც ჩემს ოჯახს, კონკრეტულად კი დედის გვარს დასდევდა.

ყველაფრის მიუხედავად მაინც მიჭირს დაჯერება რომ მეც ამ მშვენიერი სამყაროს ნაწილი ვარ, ძალებს არა და არ უნდათ გამოჩენა...

ჩანიოლისგან და დანარჩენი ბიჭებისგან ბევრი რამ გავიგე ვამპირულ ცხოვრებასთან დაკავშირებით და ეს ძალიან მომეწონა პლიუსები იმ დონემდე კარგია, რომ მინუსებს დიდი გავლენა აღარ აქვს, ალბათ ძალების გამოყენებას თუ ვერ შევძლებ ჩანიოლს ჩემ ვამპირად მოქცევას ვთხოვ..."

- არც კი იფიქრო - შეუბღვირა ჩანიოლმა. ბექიონი სახლის წინ პატარა ეზოში, მწვანე ბალახზე იჯდა - ამით საბოლოოდ იტყვი უარს შენს ძალებზე, უბრალოდ მოთმინება იქონიე და საჭირო დროს მათ გამოყენებას შეძლებ.

- დავიღალე - ღდიური გვერდით გადადო და ბალახზე წამოწვა - დიდი ხანია რაც დღიურს აწარმოებ?

- მთელი ცხოვრებაა, ამისთვის წალკე ბიბლიოთეკა მაქვს.

- დარწმუნებული ხარ რომ მაქციები არ არსებობენ?

ჩანიოლი ბექიონის გვერდით დაჯდა.

- არა, არ ვარ დარწმუნებული, უბრალოდ მთელი ამ წლების განმავლობაში მათზე მხოლოდ მითები და ლეგენდები მსმენია, თვალით არასდროს მინახავს.

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now