True Happiness

103 17 11
                                    

"ძვირფასო დღიურო

ისევ მე ვარ, დღეს ჩანიოლმა გამოსვლა ჩაატარა, სანამ მასთან არ მივედი თავი გაიგიჟა, როგორც ქაიმ მითხრა მინსოკი, ბიჭი რომელიც სკოლის ბაღში გავიცანი, ჩანიოლის გიჟი ყოფილის ძმაკაცი იყო და ჯობდა მისგან თავი დამეჭირა... ვერ ვხდები მე რა შუაში ვარ, და აუცილებელია აქ რომ მაჩერებენ, მაგრამ ისე მთხოვდა რომ უარი ვერ ვუთხარი... ხვალ დილით აუცილებლად დავაღწევ თავს ამ საგიჟეთიდან, მანამდე ვეცდები ჩანიოლისგან გავიგო მეტი, ისეთი შეგრძნება ამქვს თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და მხოლოდ მე არ ვიცი..."

ლეი და სუჰო მორჩნენ ტკბილ საუბარს ბაღში და სუჰოს სახლისკენ ფეხით დაიძრნენ.

- ჯერ კიდევ ნასვამი ვარ - სიცილით თქვა სუჰომ - დიდი ხანია ასე სასიამოვნოდ არ გამიტარებია დრო.

- მეც, ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ხანია - ლეიც აჰყვა სიცილში და უეცრად პატარა ბაღისკენ გაიქცა - მოდი ცოტა ხანს საქანელასთან გავჩერდეთ.

ბიჭები ნელა კატაობდნენ, ქუჩაში არავინ იყო, ღრუბლებისგან მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავები ანათებდნენ, ჭრიჭინების ხმაც კი არ ისმოდა, ბიჭებმა თვალები დახუჭეს და დაჟანგული ჯაჭვების ჭრიალს უსმენდნენ.

- ხვალ სავსე მთვარეა - სახეზე ღიმილით თქვა სუჰომ - ჩემი ოთახიდან სახურავზე ავდივარ, ვწევარ და ვუყურებ ხოლმე.

ლეი სუჰოს მთვარის მიმართ სიყვარულმა დააფიქრა, მაგრამ მალევე ამოაგდო ეს აზრი თავიდან. ბიჭი ტკბებოდა სუჰოს სილამაზით, იმით თუ როგორ ბრწყინავდა სუჰოს სახე მთვარის შუქის ქვეშ.

- უკვე გვიანია, მოდი სახლამდე მიგაცილებ - იშინი წამოდგა და ხელი სუჰოს გაუწოდა.

- კარგი - ჯუნმიონმა ბიჭს გაუღიმა და გამოწვდილი ხელი მიიღო.

დილა ხმამაღალი სიმღერის და ბლინების სურნელით დაიწყო, ბექიონი საწოლიდან ადგა, მიალაგა, მოწესრიგდა და სამზარეულოში ჩავიდა, მაგრამ ჩანიოლის გარდა არავინ დახვდა.

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now