My Baby

72 9 9
                                    

სანამ ბიჭები მისიაზე იყვნენ წასულები კიონსუ ბუხართან წიგნს კითხულობდა, ჯონგინი კი ჩუმად შეიპარა სამზარეულოში რომ შეყვარებულისთვის ცხელი შოკოლადი მოემზადებინა.

კიონგსუ ვერ იტანდა ჯონგინს რომ სამზარეულოში ხედავდა, ჩვეულებრივ ეს რამის დაწვით, დამტვრევით ან მოწამვლით მთავრდება. საკუთარი საჭმლისგან საუკუნის მკვდარმა ვამპირმა კუჭნაწლავი გაიღიზიანა, როგორ მოახერხა ეს და ასეთი რა აურია საჭმელში მაინც ვერავინ მიხვდა, მაგრამ ბექიონს ეჭვები ჰქონდა რომ მისი შელოცვების ფხვნილებიდან ერთ-ერთი ჯონგინს სანელებელში აერია.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, კიონსუ ისე იყო წიგნის კითხვით გართული რომ სამზარეულოდან გამომავალი ხმები არც კი ესმოდა. ჯონგინმა ცხელი შოკოლადის მომზადება დაასრულა და მაცივრიდან ტკბილეულიც გამოიღო, მაგრამ კაკაოს რაღაც უჩვეულო ფერი ქონდა.

- კაკაო ყავისფერი არ უნდა იყოს? - თავი თავს ჰკითხა ქაიმ - ალბათ რძიანია - ჭიქისკენ ხელი გაიშვირა, მაგრამ ფანჯარაზე მჯდომ ჩიტზე გადაიტანა ყურადღება და "კაკაოთი" სავსე ჭიქა აყირავდა.

- კაკაო ყავისფერი არ უნდა იყოს? - თავი თავს ჰკითხა ქაიმ - ალბათ რძიანია - ჭიქისკენ ხელი გაიშვირა, მაგრამ ფანჯარაზე მჯდომ ჩიტზე გადაიტანა ყურადღება და "კაკაოთი" სავსე ჭიქა აყირავდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა - ქაის ყვირილზე სამზარეულო დიო შევარდა.

- კარგი რაა ისევ? - უმცროსმა ამოიხვნეშა და შეყვარებულს კეფაზე ხელი წამოარტყა - მერამდენედ უნდა გითხრა სამზარეულოში შენი ფეხი არ დავინახო მეთქი, გინდ პირობა შევასრულო და იქამდე დაგშორდე სანამ არ ისწავლი სამზარეულო როგორ არ დაწვა?

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now