Part Of History

126 18 12
                                    

მთელი საღამოს მანძილზე ჩანიოლი ისევ არსად ჩანდა, ბექიონს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ბიჭის ასე გაქრობა და მთვრალმა გადაწყვიტა ისევ გამოესწორებინა ეს.

- ორი წუთით გავალ - ბიჭები დატოვა და ჩანიოლისკენ გაემართა, მაგრამ სეჰუნმა შეაჩერა.

- უკეთესი იქნება თუ ადგილს დაუბრუნდები, მასთან ლაპარაკი არაა საჭირო - ბექიონი გააგიჟა სეჰუნის უხეშობამ.

- სეჰუნ, ვიცი რასაც ვაკეთებ.

- არა ბექიონ, ახლა მთვრალი ხარ და რაღაც სისულელეს იზამ, ჩანიოლს შეეშვი მაინც არაფერი გელის მასთან - ბიჭს ხელები მხრებში ჩაავლო და პირდაპირ თვალებში შეხედა - ახლა დაუბრუნდები შენს ადგილს და ჩემთან საუბარს ვეღარ გაიხსენებ - საუბრის დროს თვალის გუგები გაუფართოვდა და ისევ შეეკუმშა.

გაკვირვებულმა ბექიონმა ვეღარაფერი თქვა, ვერ ხვდებოდა რა უნდოდა სეჰუნს და რატომ ეუხეშებოდა, ამიტომ გაჩუმდა და ისევ თავის ადგილას დაჯდა.

- მშვიდობაა? - ხმადაბლა ჰკითხა სუჰომ.

- კი, უბრალოდ სეჰუნი ძალიან უცნაურია - ბიჭს გახედა რომელიც ისევ მას უყურებდა შორიდან - და ძალიან უხეში, მე უბრალოდ ჩანიოლთან ლაპარაკი მინდოდა.

სეჰუნი ამ სიტყვების გაგონებაზე გაშეშდა, დიოსთან საუბარში გართულმა ქაიმაც გაიგო მეგობრის სიტყვები, ლეი კი ამის გამო საცეკვაო ადგილიდან ისევ მაგიდას დაუბრუნდა, სანამ ვერავინ ამჩნევდა ძმაკაცები ერთმანეთს გაკვირვებულები გადაჰყურებდნენ.

სეჰუნი ბარის უკანა ეზოში გავიდა, კედელთან მდგარ ჩანიოლს მიუახლოვდა და ამოიხვნეშა.

- მგონი აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით - სიგარეტი კედელზე ჩააქრო მაღალმა - გავიგე თქვენი საუბარი და ბექიონის სიტყვები, მასზე შენი ძალები არ მოქმედებს - მგონი ამ ქალაქში ვერბენაა.

- ეს შეუძლებელია - თმაში ხელი შეიცურა და კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო - ყველა სახლი, შენობა, საცავი, ბაღი დავზვერე, სამკაულებს არ ატარებს, წყალიც სუფთაა, აქ რაღაც სხვაშია საქმე.

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now