Gift

61 10 8
                                    

P.s. მთელი ამ წვალების შემდეგ პატარა საჩუქარი მითხველს <3

ბიჭები დიოს მთელ ქალაქში ეძებდნენ. იმ ღამით მგლის ყმუილის ხმა ყველამ გაიგო, ჩანიოლმა ბიჭებს სახლში დაბრუნება აიძულა.

- არა, შეუძლებელია, ეს მე უნდა ვყოფილიყავი! - ჯუნმიონი მუხლებზე დაეცა - დიო არ იმსახურებს ასეთ წყევლას - გული ნაფლეთებად ეგლიჯებოდა, მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა რომ წყევლა საკუთარ თავზე აეტანა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელი იყო - ვალდებულები ვართ მას დავეხმაროთ, რამე უნდა გავაკეთო - ფეხზე წამოდგა, მაგრამ ლეიმ შეიაჩერდა.

- გთხოვ სუჰო დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება - ატირებულ შეყვარებულს ძლიერად მოეხვია.

- გთხოვ სუჰო დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება - ატირებულ შეყვარებულს ძლიერად მოეხვია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- ეს შენი ბრალი არაა, დიოს ეს დაბადებიდანვე ჰქონდა სისხლში - ბექიონიც მოეხვია სუჰოს.

- ეს უკვე მოხდა, ერთადერთი რაც შეგვიძლია მზის ამოსვლის თანავე ტყეში წასვლა, მისი მოძებნა და დახმარებაა - სეჰუნი ჩანიოლს მიუახლოვდა - წავალ პირველყოფილ ჰიბრიდს მივხედავ, ოჯახში მაქციის ყოლა ბევრს რამეს ცვლის, ლუჰანს ასე უბრალოდ ვერ მოვიშორებთ.

- მართალი ხარ, ადრე თუ გვიან მისი სისხლი მაინც დაგვჭირდება - თანხმობის ნიშნად ძმას თავი დაუქნია, სუჰოს მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა - დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, დიოს დავეხმარებით, შენ დამნაშავე არ ხარ, ახლა კი დაისვენე - დააჯერა და ბიჭი დივანზე დასვა.

- მადლობა - ბექიმ სევდიანად გაუღიმა შეყვარებულს.

- ძალით დაჰიპნოზება მძულს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე უკეთესია... სუჰო ცხოვრების ბოლომდე დაიდანაშაულებდა თავს იმაში რაც მისი ბრალი არაა - იშინი მიუახლოვდა უმცროსს, შუბლზე აკოცა და ხელში ნაზად აიყვანა - წავალ დავაწვენ, ამ თვეში ზედმეტად დიდი სტრესი გადაიტანა - ამოიხვნეშა და სუჰოს  მძინარე სახეს დახედა - არც კი მახსოვს ბოლოს როდის ეძინა ასე მშვიდად.

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now