New mission

63 10 6
                                    

სეჰუნს გზად არტური დაეწია, პაკის სახლს მიადგა და ისე შევიდა თითქოს ყველაზე სასურველი სტუმარი ყოფილიყოს, ლუჰანიც თან ჰყავდა, პირველყოფილი ჰიბრიდის კუბო თავის ადგილს დაუბრუნდა სარდაფში.

ბიჭები არტურის დაბრუნება არ ესიამოვნათ, გული ცუდს უგრძნობდათ, ვერ ხვდებოდნენ რა მიზანი ამოძრავებდა უფროსს.

როგორც ყოველთვის ჩანიოლის სახლის სასტუმრო ოთახში ისხდნენ, ბექიონი და ჩანიოლი თავის ადგილს იკავებდნენ გვერდი გვერდ. ქაი და დიო როგორც ყოველთვის კატა თაგვივით კამათობდნენ. სეჰუნი და სუჰო დიდი ხნის განშორების შემდეგ ერთმანეთს ეხვეოდნენ. ლეი თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა, იჯდა და საერთოდ არ ანაღვლებდა მის გარშემო რა ხდებოდა. არტური ბუხართან იდგა და ელოდებოდა ბიჭების კითხვებს.

- რატომ დაბრუნდი? - პირველი კითხვა არტურის გასაკვირად სეჰუნმა დასვა.

- ვიპოვე რასაც მე და შენ მთელი წელი ვეძებდით - სიამოვნებისგან გაიღიმა.

- რას ეძებდით? - საუბარში ჩანიოლი ჩაერთო.

- ჯოჯოხეთის ხმალს - უპასუხა ბედნიერმა სეჰუნმა - მას ნებისმიერი ვამპირის მოკვლა შეუძლია.

- მთლად მასეც არაა - დიო ფეხზე წამოდგა, თავის ოთახში ავიდა და იქიდან ძველი დღიურით დაბრუნდა - ჯოჯოხეთის ხმლის გამოყენება მხოლოდ ბიონის გვარის ჯადოქარს შეუძლია - საჭირო გვერდზე გადაშალა და მასზე გამოსახული ხანჯლის ნახატი ბიჭების მხარეს შეაბრუნა - ისე ჩვეულებრივი ხმალია.

- ამისთვის არსებობს ასევე სპეციალური შემოცვა, მისი საშუალებით მოკლული ვამპირი თავის პირად ჯოჯოხეთში გადაჰყავთ - არტური სავარძელზე დაჯდა - ამავე შელოცვით შეიძლება მისი იქიდან დაბრუნება, ოღონდ მხოლოდ საკუთარ სხეულში.

- ამიტომ, როგორც კი ვამპირი მოკვდება, მისი სხეული უნდა დაიწვას - თქვა სუჰომ - სწორად მივხვდი?

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now