Perfect (?) plan

78 13 18
                                    

იბომ თავისი სიტყვა აასრულა, მეორე დღეს ჰარ-რიდის გრილ ბარში აფეთქება მოჰყვა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ბარის ერთადერთ დამწვრობისგან გადარჩენილ კედელზე კი ადამიანის სისხლით წარწერა დახვდათ.
"დაფიქრდი სანამ რამეს მოიმოქმედებ, პატარა, მაგრამ ჭარბად დასახლებული ქალაქია - ვ.ი."

ჩანიოლი თავისი ფეხით მივიდა მერის სახლში, სადაც ამჟამად დაუპატიჟებელი სტუმრები ცხოვრობდნენ. პაკი სასტუმრო ოთახში შეიპატიჟეს და სასმელი შესთავაზეს, მალე მას ახალგაზრდა ვამპირი შეუერთდა.

- რა სასიამოვნო შეხვედრაა, ბევრი რამ მსმენია შენზე პაკ ჩანიოლ - ბიჭი უფროსს წინ დაუდგა. ჩანიოლი პირველივე შეხედვით მიხვდა რომ ვამპირი გარეგნობით ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილებით მასზე უფროსი იყო.

- ვიღაცას მაგონებ - უემოციოდ, ზოგადად თქვა მაღალმა.

- ალბათ ჩემ ძმას, ეს წინადადება ხშირად მესმის - სასმელი თავისთვისაც დაისხა - შეგიძლია ჩენ ფეიუ, ან უბრალოდ არტური - პაკისთვის ხელის ჩამორთმევა უნდოდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო - როგორც ჩანს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა და ეს ჩვენ დღევანდელ სიურპრიზს არ ეხება - ცალყბად გაუღიმა.

- ალბათ ჩემ ძმას, ეს წინადადება ხშირად მესმის - სასმელი თავისთვისაც დაისხა - შეგიძლია ჩენ ფეიუ, ან უბრალოდ არტური - პაკისთვის ხელის ჩამორთმევა უნდოდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო - როგორც ჩანს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა და ეს ჩვენ დღევანდელ სიურპრიზს არ...

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- ვიცი რომ აქ შურის საძიებლად მოხვედი, მაგრამ ვშიშობ უფრო დიდ, საერთო პრობლემასთან გვაქვს საქმე.

- შურის საძიებლად? სისულელეა, როგორ უყვარს ტაოს ყველაფრის გაბუქება - ბიჭმა თვალები აატრიალა - ამ ქალაქში არის რაღაც რაც მე და ჩემ ძმას ძალიან გვჭირდება.

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now