Sweet Sorry

72 12 10
                                    

"ძვირფასო დღიურო

ეს ჩემი პირველი ჩანაწერია, დღიურის წარმოება არ მჩვევია, მაგრამ... ჩანიოლმა სეჰუნის პოვნა ვერ შეძლო, თუ მართლა შეასრულებს პირობას, მინდა რომ როდესაც დაბრუნება წაიკითხოს და გაიგოს როგორი მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის.

სეჰუნ, თუ ამას კითხულობ ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ჭაღარა შერეული მოხუცებული კაცი ვარ, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი გამოსცადა, გაიგო ზებუნებრივი ქმნილებების შესახებ მრავალი რამ, მაგრამ მაინც ვერ ხვდება თავის გულში რა ხდება...

მაშინ როდესაც მე და იშინმა პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს, ის მომენტი არარეალური და ყველაზე სწორი ჩანდა, მაგრამ ახლა ამაში უკვე ეჭვი მეპარება... ვერ ვხვდები რა შეიცვალა, რატომ გავცივდი რამოდენიმე თვეში მის მიმართ და ოდესმე მიყვარდა თუ არა საერთოდ...

არ მინდა იშინს გული გავუტეხო, მაგრამ უხერხულობას და თავშეკავებას მის მხრიდანაც დიდი ხანია ვამჩნევ... შენი წასვლის შემდეგ ერთი წელი გავიდა, მთელი წლის განმავლობაში სიმშვიდე სუფევდა, თავს დავაჯერე რომ შორიდან მფარველი ანგელოზივით დაგვყურებ.

მეტად ამ საქმის გაწელვა არ შეიძლება, ბექიონი უკვე დიდი ხანია მაჯერებს რომ ლეის უნდა დაველაპარაკო და მართალიცაა, ეს საქმე ჩემი შიშების გამო დიდხანს გაიწელა... იმედია მალე დაბრუნდები. არ ვიცოდი ამას თუ ოდესმე ვიტყოდი, მაგრამ შენს გარეშე თავს მარტოსულად ვგრძნობ"

The Witch // ალქაჯი [Completed]Where stories live. Discover now