14)შეკრება

263 26 18
                                    

ისინი შტაბ-ბინაში რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდნენ,გზაზე გადაუხვიეს,ჭიშკარი გაიღო ჯონგუკის ბრძანებით და მათ შეძლეს შიგნით შესვლა-დილა მშვიდობისა ბატონო,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-დაცვის თანამშრომელი მიესალმა ჯონგუკს

-დილა მშვიდობისა,ყველა შიგნით არის?დაუკავშირდი მათ და უთხარი რომ შტაბში მოსულიყვნენ?-ჯონგუკმა მკაცრად იკითხა,მცველმა კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დიდი ლითონის ჭიშკარი დახურა.

ჯიმინი აღფრთოვანებული იყო

ეს ადგილი საოცრებაა!

ეს ადგილი უფრო დიდია ვიდრე ჯონგუკის წინა სახლი,ჰქონდა ოქროს კარები,შესასვლელში კი უზარმაზარი ძაღლები იდგნენ და იცავდნენ.

ძვირადღირებული დეკორაციებია აქ-იქ,ძველი ისტორიული ნახატები კედელზე და მრავალი ოთახი

ეს ის მცირე ჩამონათვალია რაც ჯიმინმა ორი წამის განმავლობაში მოასწრო დანახვა

ჯონგუკს და სოკჯინს გაეცინათ ჯიმინის გაოცებული სახის დანახვისას-წამოდი ჯიმინ,ყველა შიგნით არის და გველოდება-თქვა ჯინმა და წინ წავიდა,უკან კი მომღიმარი წყვილი მიყვებოდა.

კარი ჯონგუკის ბრძანებით გაიღო,ჯიმინი კი გრძნობდა რომ მალე გონებას დაკარგავდა.ოთახის დიდი ნაწილი კომპიუტერული აღჭურვილობით იყო გადატვირთული,შუაგულ ნაწილში კი უზარმაზარი მაგიდა და სკამები იყო

-გამარჯობა ჯონგუკ,მიხარია შენი ნახვ....ჯ-ჯიმინ?რას აკეთებ აქ?-ნამჯუნმა შოკში ჩავარდნილმა იკითხა,დანარჩენ წევრებს აიძულა შეჩერებულიყვნენ და კარისკენ გაეხედათ,სადაც ჯიმინი,ჯონგუკი და ჯინი იდგნენ.

-არაუშავს ბიჭებო მან იცის....მან ყველაფერი იცის-ჯონგუკმა თქვა და ყველას ნიშნისმოგებით შეხედა

-მაგრამ რა მოხდება თუ ჯიმინს გაიტაცებენ და მას გამოიყენებენ ჩვენთან მოსასვლელად,ნუთუ არ გიფიქრია რომ ის ახლა საფრთხეშია?-მკაცრი სახით შეხედა ჰოსოკმა ჯონგუკს

-ნუ ნერვიულობ ჰიონ,ჯიმინი შტაბ-ბინაში უსაფრთხოდაა,და თუ ვინმე გაბედავს ჯიმინთან მიახლოებასაც კი ვშიშობ მოუწევს აკრძალულ ოთახში მოხვედრა

აკრძალულ ოთახის ხსენებისას ყველას ტანში გააჟრიალა,ჯიმინმა არ იცის რა არის აკრძალული ოთახი მაგრამ მათი რეაქციიდან გამომდინარე კარგი არაფერი არ უნდა ხდებოდეს შიგნით.

-დღეს სეულის კამერის სისტემა დავჰაკე და ჩვენ შტაბ-ბინასთან ახლოს იინი შევნიშნე.მთელი დღეა მას დავსდევ-იუნგიმ საუბარი დაიწყო და ოთახში დაძაბულობა გაფანტა

-ძალიან კარგია თუ მისი მისამართი ვიცით

-ხო,დღესვე გამოგიგზავნი მის მისამართს..და როდის ვაპირებთ მასზე თავდასხმას?-იკითხა იუნგიმ

-მადლობა იუნგი ასეთი კარგი სამუშაოსათვის,მაგრამ თავდასხმაზე მხოლოდ მე უნდა წავიდე,თქვენ აქ რჩებით-მტკიცედ თქვა ჯონგუკმა და ყველას მოავლო თვალი

-არა ჯონგუკ...ჩვენ გუნდი ვართ და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ-არანაკლებ მკაცრი მზერით შეხედა ნამჯუნმა ჯონგუკს

-საუბარს აზრი არ აქვს,უკვე გადავწყვიტე! ახლა კი ჯობია დავიშალოთ...-თქვა ჯონგუკმა და ოთახი დატოვა

-ბიჭებო მართლა აპირებთ ჯონგუკის მარტო გაშვებას?-როგორც კი ჯონგუკმა ოთახი დატოვა ჯიმინი ბიჭებს მიუბრუნდა

-ის ჯიუტია,თუ რაიმე გადაწყვიტა ვერაფერს შეაცვლევინებ-თქვა ჰოსოკმა და თბილად გაუღიმა ჯიმინს

-და ნამჯუნ კოლეჯზე რას იტყვი?

-სანამ საქმე არ დასრულდება პოსტიდან წამოსული ვარ,მათ ვუთხარი რომ ჯამრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს-თქვა მომღიმარმა ნამჯუნმა და თავის შეყვარებულს ნაზად ეამბორა

-რას იტყვით ბიჭებო მე რომ დაველაპარაკო ჯონგუკს?

-სიმართლე გითხრა არ ვიცი ჯიმინ,მაგრამ ღირს ცდად

-ვეთანხმები იუნგის,შენს მიმართ თბილი და მორჩილია ამიტომ შეიძლება მოგისმინოს მაინც-აზრი გამოთქვა ჯინმა

-აჰ კარგი,წავალ ვცდი...


[ხოოო...თქვენი უსირცხვილო ავტორი დაბრუნდა,მართალია დღეს დადებას არ ვაპირებდი მარა...გრძნობამ სახელად სინდისმა შემაწუხა და სხვა გზა არ მაონდა,ხოდა ამიერიდან გპირდებით მალე დავდებ შემდეგს]

Teacher's SecretWhere stories live. Discover now