17.

207 27 21
                                    

ჯიმინის პოვ

მე და სოკჯინმა ნერვიულობისგან აღარ ვიცით რა გავაკეთოთ.უკვე 12 საათი გავიდა მას შემდეგ რაც ბიჭები წავიდნენ და არაფერი ისმის მათგან.ვურეკავთ და არცერთი არ პასუხობს ტელეფონი გათიშული აქვთ.და ხო უკვე 12 საათია იუნგის სძინავს,ორი წუთის უკან ვიყავი მის ოთახში შესული,ვიფიქრე მოკვდა თქო და დავხედე მაგრამ ტკბილად ეძინა,პრინცესას გავდა რომელიც პრინცის კოცნას ელოდა,რომ გაეღვიძა.ვიფიქრე ცივ წყალს გადავასხამ და გავაღვიძებ,მაგრამ გამახსენდა რომ ჯონგუკი არ იყო სახლში და მხოლოდ სოკჯინი ვერ დამიცავდა ამიტომ გადავიფიქრე და ქვემოთ მისაღებში ჩავედი.

და გაისმა სანატრელი ზარი კარზე,ადგილზე გავქავდი,მე და სოკჯინმა ერთმანეთს შევხედეთ და წამში კართან აღმოვჩნდით.

-თეჰიონ? აქ რას აკეთებ?

-კარგად ვარ ჯიმინ,მადლობა მოკითხვისათვის,არ მეგონა ასე თუ მოგენატრებოდი

-სულელო მომენატრე!

-ვიცი რომ მოგენატრე და აი მეც აქ ვარ!

როცა ჩახუტებით გული ვიჯერე,გავიაზრე რომ ჯერ კიდევ კართან ვიდექით და თეჰიონი შიგნით შემოვიპატიჟე

-აბა თეჰიონ მომიყევი როგორ ხარ,და ი-ისა..მამაჩემისგან რა ისმის? მეძებს?

-შენს პრინცს არ უთქვამს არაფერი მამაშენზე?

-რა უნდა ეთქვა თეჰიონ?

-ოო დაჯექით და მომისმინეთ,სკოლის ინციდენტის შემდეგ დავინახე რომ ჯონგუკს მიყავდი და მივხვდი უსაფრთხოდ იყავი და როგორც კი კარგად იგრძნობდი თავს დამიკავშირდებოდი,მაგრამ ვერ მოვითმინე და მეორე დღესვე გამოვემართე შენს საძებნელად,მაგრამ გზაში მომშივდა და შენს სახლთან ახლოს რომ კაფეა იქ შევედი,ოხ რა გემრიელ ნამცხვარი აქვთ,დღესაც მინდოდა მივსულიყავი მაგრამ...

-თეჰიონ საინტერესო ნაწილზე გადადი!

-მაცდი ადამიანო? ხოდა როგორც კი გამოვედი შენს სახლიდან საზარელი კივილი გავიგე,ვიფიქრე რომ მამაშენმა გიპოვა და გეტირა ყოფა,არვიცი ასეთი სიმამაცე საიდან მაგრამ პირდაპირ სახლისკენ გავეშურე,როგორც კი კარს მივუახლოვდი ყვირილი და კივილი შეწყდა და დავპანიკდი,პირდაპირ შევიჭერი სახლში და სანახაობამ გამამხიარულა

Teacher's SecretDonde viven las historias. Descúbrelo ahora