1

334 26 5
                                    

- ჯიმინ ასწიე შენი გასიებული უკანალი და დროზე აქ მოეთრიე!
- სახლში თოთქმის ყველა შუშის ნივთი შეზანზარდა განრისხებული ალფის ღრიალი შედეგად.

სამზარეულოში მოფუსფუსე ომეგამ ხელები ვარდისფერი გულების ნახატებით გაფორმებულ წინსაფარზე შეიწმინდა და ოჯახის უფროსის საძინებლისაკენ კისრის მტვრევით გაიქცა.

გრძელ, მუხის ხისგან გაკეთებულ, სრიალა ზედაპირიან კიბის საფეხურებზე არბენისას მოულოდნად ფეხები ერთმანეთში აეხლართა, წაიბორძიკა და მუხლებით საფეხურს დაეცა, სიმწრით ამოიკვნესა, მაგრამ არ შეჩერებულა, დაუყოვნებლივ წამოხტა, მტკივან ადგილებზე ხელი სწრაფად გადაისვა და სირბილი განაგრძო დარჩენილი საფეხურებზე ასვლა. სანამ ალფა ხმამღალ ღრიალს დაამთავრებს უნდა მოასწროს მის ოთახში შესვლა თორემ, დასჯა არ ასცდება.

აღარ უნდა ღამე ისევ ფარდულში გაატაროს მშიერმა, უკუნით სიბნელესა და ძვლებამდე გამჭოლ სიცივეში.

ყოველ დაშვებულ შეცდომაზე ალფამ სასტიკად სჯის, საბრალო ომეგას.  ჯერ კიდევ მწარედ ახსოვს რამოდენიმე დღის წინ უნებურად დაშვებული შეცდომის სიმწარე, სწორედ ამიტომ აიგნორებს აუტანელ ტკივილს და გარბის უკანასკნელი ძალებით, ალფის სამყოფელისკენ.

წინა ჯერზე სასტიკად განრისხებულმა ალფამ, მხოლოდ იმის გამო დასაჯა რომ მისთვის მირთმეული, განსაკუთრებულად მომზადებული ყავა, იმაზე მეტად ცხელი აღმოჩნდა ვიდრე მის ბატონს უყვარდა. მართალია, ომეგამ კარგად იცოდა რომ ეს მტკნარი სიცრუე იყო მაგრამ გაპროტესტება არც უფიქრია. არასოდეს ქონია ამდენი სითამამე და თავზეხელაღებულობის გრძნობა.

ამ უზარმაზარ სახლში ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი მოქმედებს: ალფა ყოველთვის მართალია.

საბოლოოდ ყავის ტემპერატურის შემოწმება საკუთარ სხეულზე მოუწია და მადლობა ღმერთს ის მართლაც გრილი იყო, თორემ ომეგა სახის, მკერდის და მუცლის დაწვას ვერ ასცდებოდა.

სუროგატიWhere stories live. Discover now