2

206 26 6
                                    

ჯეონ ჯონგუკი 23 წლის ალფაა.
ქვეყნის N1 სამშენებლო კომპანიად აღიარებული კომპანიის მმართველია.
კომპანია მამისგან ერგო მემკვიდრეობით, მისი ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ.
მისთვის ცხოვრებაში პირველ ადგილს სწორედ ეს კომპანია იკავებს, კომპანიის გამო ცხოვრობს და ხშირ შემთხვევაში კომპანიაში ცხოვრობს. მამის გარდაცვალებას ჯერ კიდევ გლოვობდა, როცა მსოფლიო ახალმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. ყველამ ვერ გაუძლო ფინანსური სირთულეებით გამოწვეულ წნეხს, რის გამოც უამრავი პატარა და საშუალო კომპანია გაკოტრდა და გაქრა ბიზნესის წრიდან.

ჯონგუკი მთელი ძალებით ცდილობდა კრიზისიდან თავის დაღწევას მინიმალური დანაკარგებით. მისთვის ეს კომპანია ყველაფერი იყო, ყოველი სანტიმეტრი მამამისმა საკუთარი ხელით შექმნა. სწორედ მამის ნათელი ხსოვნის პატივსაცემად ცდილობდა მის გადარჩენას და კრიზისიდან სუფთად გამოყვანას.

კრიზის დაძლევის შემდეგ კი მკაცრი და ზოგისთვის მტკივნეული რეფორმების გატარება დაიწყო. ყველა ომეგა დაითხოვა სამსახურიდან, მამამისის მდივნიდან დაწყებული, დამლაგებელი პერსონალით დამთავრებული.
ამის გამო უამრავი პრობლემის და თავის ტკივილის ატანა მოუწია.
ორი კვირის განმავლობაში მისი კომპანიის ეზოში უკმაყოფილო ომეგების აქცია არ წყდებოდა.
საბოლოოდი ამ პრობლემის მოგვარება ჯანგ ჰოსოკს მოუწია, ჯონგუკის ერთადერთ მეგობარს და უკვე მის პირად ასისტენტს და მდივანს.

ჰოსოკი ჯონგუკის თანაკურსელია.
ისიც ალფაა. ერთადერთი ადამიანი იყო მთელს უნივერსიტეტში რომელმაც შეძლო და ჯეონ ჯონგუკს ალაპარაკება აიძულა. ის და ჯონგუკი დღე და ღამესავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ჯონგუკი ჩუმი, აგრესიული და ფეთქებადია. ჰოსოკი კი მხიარული, ხუმარა და ხმაურიანი. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, მხოლოდ მას შეუძლია ჯონგუკის წინააღმდეგ ისე წავიდეს მისი აგრესია არ გამოსცადოს საკუთარ ტყავზე.
სწორედ მისი დამსახურებაა რომ სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვილმა ომეგებმა პროფკავშირების დამცველ უწყებებს არ მიმართეს მათი უფლებების უხეში დარღვევისთვის, რაც სერიოზულ ზიანს მიაყებებდა მათ აქციებს საფონდო ბირჟაზე და სახელს გაუტეხდა ომეგათამოძულე მმართველის გამო. ჰოსოკმა შეძლო მათთან ცივილური გზებით მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების მიღწევა, შესაბამისი კომპენსაციის და სარეკომენდაციო წერილის დაწერის შემდეგ რომელსაც თავად ჯეონ ჯონგუკის ხელმოწერა ამშვენებდა, აქცია კმაყოფილი სახეებით დაიშალა.

სუროგატიWhere stories live. Discover now