11

168 18 1
                                    

ჰოსოკი ადგილზე ვერ ისვენებდა, ბოლო ერთი კვირა მისთვის იმაზე დამღლელი და სტრესული აღმოჩნდა ვიდრე მთელი ცხოვრება ერთად აღებული.

  ჯონგუკის ავადმყოფობა, მისთვის მეხის დაცემასავით იყო, ჯონგუკი მისთვის ძმაა, ძმაზე უფრო მეტად ძვირფასი ადამიანია, ჯონგუკი რომ არა უნივერსიტეტს ვერასოდეს დაამთავრებდა, მუშაობაზე და ნორმალურ ცხოვრებაზე ვერასოდეს იოცნებებდა.

   მისი ოჯახი ფინანსური სიძლიერით არასოდეს გამოირჩეოდა. მამა სანტექნიკოსი, ხოლო დედა კონდიტერი იყო პატარა საცხობში.

   ჰოსოკი ყოველთვის ნიჭიერი ბავშვი იყო, ერთი წაკითხვით შეეძლო ვეფხისტყაოსნის ყველა საზეპირო ზეპირად დაემახსოვრებინა, თუმცა სკოლაში სწავლის სურვილით არასოდეს იწვოდა,
სწავლის მაგივრად დროს გართობაში და მაიმუნობაში კლავდა. გაკვეთილების უმეტესობაზე ეძინა ან კლასელი ომეგების თმებში საღეჭი რეზინების ჩაწვნით იყო გართული, მასწავლებლებს არასოდეს უსმენდა, დავალებებს არასოდეს ასრულებდა.
მისი საქციელით მობეზრებული მასწავლებლები მშობლებს ყოველ კვირა იბარებდნენ და მისი გაგგდებით ემუქრებოდნენ.
დირექტორთან მშობლების ხვეწნა მუდარის და გამოსწორების დაპირებით ყოველთვის ახერხებდა თავის დაძვრენას.

   უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ ჩააბარა რომ მამა სახლიდან გაგდებით დაემუქრა.
პირველი წელი დიდი შემართებით გადააგორა, მამა ფულს არ აძლევდა თუ ნიშნების ფურცელზე უმაღლესი შეფასება არ ეწერებოდა, ამიტომ ონავარი ჰოსოკი იძულებული იყო ტვინისთვის მუშაობა ეეძულებინა.
მეორე კურსზე ყოფნისას გაიცნო ჯონგუკი. ალფამ მისი ყურადღება პირველივე საერთო ლექციაზე მიიქცია, ჯონგუკი ყველაზე ცივი და უგრძნობი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელთან მიახლოვებას ვერავინ ბედავდა, მის გვერდით ადგილი ყოველთვის თავისუფალი რჩებოდა.

   ჰოსოკსაც სწორედ ასე ეგონამის მიუკარებლობაზე, სანამ შემთხვევით არ დაინახა როგორ აჭმევდა უნივერსიტეტის უკანა ეზოში უსახლკარო კატებს, სასადილოდან წამოღებულ მისთვის განკუთვნილ პურს.

სუროგატიWhere stories live. Discover now