14

154 20 0
                                    

ოთხ საათინი ლოდინის შემდეგ საოპერაციოს კარი გაიღო და იქიდან მთლიანად სისხლში ამოსვრილი იუნგი გამოვიდა, დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა.

   გამოსასვლელ კართან ცოტა ხანს შეიცადა.

   საოპერაციო ხალათი, ქუდი და პირბადე მოიხსნა და იქვე მდგარ ურნაში ჩაყარა, შემდეგ კი ნელი ნაბიჯით მიმღები განყოფილების დერეფანში, პაციენტების მომლოდინეთა რიგებში ჰოსოკს და ჯიმინს დაუწყო ძებნა.

  მალე დაინახა ვისაც ეძებდა, ჰოსოკი სკამზე იჯდა კედელზე თავი მიეყრდნო და თვალები დაეხუჭა, ცალი ხელი თავქვეშ ედო, მეორეთი კი ომეგას თავზე ეფერებოდა, ჯიმინი მის გვერდით სკამებზე იწვა, თავი ჰოსოკის მუხლებზე დაედო და მშვიდად ეძინა.

   ალფამ ომეგის მოახლოებისას მისი სურნელი იგრძნო და თვალები გაახიდა, მომავალი იუნგის დანახვისას ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა ჯიმინის გახსენებაზე უკან დაჯდა.
ჯიმინი შეიშმუშნა და გაუგებარი სიტყვები ჩაიბურტყუნა.

  იუნგიმ ჰოსოკის გვერდით დაიკავა ადგილი.

- ჩშშშშ დაიძიე პატარავ - ჰოსოკმა ისევ თმაზე მოფერება გააგრძელა, იუნგის მომლოდინე თვალებით შეხედა.

- გილიცავ ძვირფასო, ოპერაციამ არაჩვეულებრივად ჩაიარა, გართულებების გარეშე.

- მადლობა საყვარელო! შენ მე გამაბედნიერე. - ალფა ომეგისკენ დაგაიხარა და ნაზად შეეხო ლოყაზე.

-თეჰიონი როგორაა?

- მშვენივრად, მალე ორივე კარგად იქნება.

- ოპერაციამ ყოველგავრი გართულების გარეშე ჩაიარა, ჯონგუკი ძლიერი ბიჭია, ხვალ უკვე გვეცოდინება ორგანიზმი როგორ მიიღებს გადანერგილ უჯრედებს, თუ ყველაფერი კარგად წავა ერთ კვირაში შევძლებთ ქიმიო თერაპიის კურსის დაწყებას.

- როდის შევძლებთ მის ნახვას? ჯიმინი ძალიან ნერვიულობს მის გამო.

სუროგატიWhere stories live. Discover now