6

177 21 2
                                    

სახლი თავიდან ბოლომდე დაალაგა, ვახშამი მოამზადა, ჩვეულ დროს სუფრა გააწყო, ჯონგუკის მოლონდინში სავარძელში მოკალათდა და კითხვა დაიწყო.
დრო შეუმჩნევლად გაიპარა, გონს კარზე კაკუნმა მოიყვანა, საათს შეხედა შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო, მძიმედ წამოდგა, წიგნი სავარძლის ბალიშის ქვეშ ამოდო და მისაღებში კარის გასაღება წავიდა.

☆ ☆ ☆ ☆ ☆

    წინა ღამე ფიქრებში დაათენდა, გამთენიისას ჩაძინებულს მაღვიძარას ხმა გამოეპარა,

    მზის სხივების სახეზე მოხვედრისას სასწრაფოდ წამოვარდა ლოგინიდან და კიბეზე კისრის მტვრევით ჩაირბინა, ტანსაცმელი გზაში ჩაიცვა, სამზარეულოში შევარდა და ყავისთვის წყლის ადუღება დააპირა როცა კედელზე ჩამოკიდულ საათს მოჰკრა თვალი, თითქმის შუადღე იყო.

   თვალები მოისრისა და ისევ საათს შეხედა, ვერ იჯერებდა რომ ამ დრომდე ეძინა, რაღაც საეჭვოდ მოეჩვენა, ხელზე იჩმიტა იმაში დასარწმუნებლად რომ ისევ სიზმარში არ იყო.

   ჯონგუკი ამ დრომდე ძილის საშუალებას არასოდეს აძლევდა, მზის ამოსვლამდე დგებოდა და თუ ჯიმინი გაღვიძებული არ დახვდებოდა, მამალივით იწყებდა ყივილს და იქამდე არ ჩუმდებოდა, სანამ გულგახეთქილი, ნახევრად ჩაცმული და თმა აწეწილი, ძილდამფრთხალი ომეგა მის ოთახში არ აღმოჩნდებოდა.

- რაღაც რიგზე ვერაა! ნუთუ მას რაიმე დაემართა?

   სასწრაფოდ ჯონგუკის ოთახში აირბინა, კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ოთახში გაუბედავად შევიდა, მისდა გასაოცრად ლოგინი ალაგებული დახვდა, არც ტანსაცმელი ეყარა აქეთ-იქით.

   როგორც წესი ჯონგუკი ტანსაცმელს და წინდებს ყოველთვის ოთახში ფანტავს.

  ერთხელ ჯონგუჯის საყვარელი მარსუპილამის გამოსახულებიანი ცალი წინდის ძებნაში მთელი ოთახი გადაატრიალა, ყველგან ეძება, მაგრამ ვერსად მიაგნო, ბოლოს კისერ ატკიებულმა კისრის დამასაჟების მიზნით თავი უკან გადასწია, წინდა ჭაღზე ეკიდა, დიდი წვალება მოუწია მის ჩამოსაღებლად, სამაგიეროდ ჭკუა ისწავლა და როცა ნაცვამი, გასარეცხი ტანსაცმლიდან რამე იკარგება ჯერ ჭაღზე ეძებს და შემდეგ კარადების და საწოლის ქვეშ.

სუროგატიWhere stories live. Discover now