7

175 20 0
                                    

მეორე დილით ჯონგუკი საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა, საათისკენ არ გაუხედია, მისთვის სულ ერთი იყო რომელი საათი იქნებოდა.
მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო, თუმცა ოთახში მაინც ბნელოდა, ფარდები ისევ ჩამოფარებული იყო, საწოლის გვერდით ტუმბოზე, ლანგარზე ყავა და წყლის ჭიქა იდო, ასპირინთან ერთად.
როგორც ჩანს ჯიმინი მის ოთახში იყო შემოსული, მაგრამ არ გააღვიძა.
ალფამ კეფა გაურკვევლად მოიფხანა, ეს ომეგი საქციელს არ გავდა, მის ოთახში უნებართვოდ არ შემოვიდოდა, ალბათ წუხელ ნახა რა მდგომარეობაში ,,მოვიდა,, სახლში ან.....

მან ჰოსოკთან ილაპარაკა.

  წამალი პირში ჩაიდო და ყავა დააყოლა.

    ცხოვრებაში პირველად არსად ეჩქარებოდა, სამსახური მისთვის უკვე მეორე ხარისხოვანი გახდა თუმცა არც იმდენად რომ მასზე არ ფიქრობს, მთელი საქმეები მეგობარს გადააბარა, ჰოსოკს ნამდვილად შეუძლია მის არ ყოფნასი საქმეებს ისე გაუძღვეს როგორც ამას ჯონგუკი აკეთებს, ალფა მას თვალდახუჭული ენდობა და იცის რომ მეგობარი იმედს არასოდეს გაუცრუვებს.

    საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა, ჯერ დაუამებელი თავის ტკივილი დააიგნორა, ფანჯარასთან მივიდა, ფარდები გადასწია და ფანჯარა გამოაღო, საოცრად ესიამოვნა გრილი ნიავი.

   ცოტა ხანს ფანჯარაში იდგა და ეზოში მოფუსფუსე ომეგას უყურებდა, რომელიც მის მიმართ დაჟინებულ მზერას ვერ ამჩნევდა და ვარდების ბუჩქების ძირების გაფხვიერებით იყო დაკავებული, მალე მობეზრდა ფანჯარაში დგომა და სააბაზანოში შევიდა, ცივი შხაპი ნამდვილად მოიყვანს გონს.
ცივი წყალი ყოველთვის ეხმარება სტრესის მოხსნაში. საათობით შეუძლია შხაპის ქვეშ იდგეს და იფიქროს, მხოლოდ აქ შეუძლია იყოს ის ვინც სინამდვილეშია, აქ ვერავინ დაინახავს მის ცრემლებს, რომლებიც წყლის წვეთებს შეუმჩნევლად ერევა.

   არ ახსოვს სახლამდე როგორ მოვიდა, ეჭვი არ ეპარება რომ სახლამდე საკუთარი ფეხით არ მოსულა, ისე გამოთვრა საკუთარი სახელიც დაავიწყდა, თუმცა არა ის ბრობლემები რომლებიც თავს ერთბაშად დაატყდა.

სუროგატიWhere stories live. Discover now