17

176 22 3
                                    

ფსიქოლოგთან გასაუბრების შემდეგ, ჰოსოკმა გადაწყვიტა ჯონგუკი ფსიქიატრიულ კლინიკაში დაეწვინა, არც ალფა ყოფილა ამ ფაქტის წინააღმდეგი.

  ჰოსოკმა ბევრჯერ სცადა ჯონგუკისგან ჯიმინის უეცარი გაქრობის შესახებ რაიმე გაეგო, მაგრამ ალფა თევზივით დუმდა. საკუთარი ძალებითაც სცადა მისი პოვნა, თუმცა უშედეგოდ.

  ჯონგუკს გამოკვლევისას შფოთვითი აშლილობის
დიაგნოზი დაუსვეს.
მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსური იყო.
ჯონგუკი ფსიქოლოგთან კომუნიკაციაში თითქმის არ შედიოდა, ამას ისიც ემატებოდა რომ ალფას პერიოდულად პანიკური შეტევები ემართებოდა.

   პანიკური შეტევის დროს უკონტროლო ხდებოდა, თავზე ხელებშემოჭერილი კედლების გასწვრივ დარბოდა, გაუთავებლად ჯიმინის სახელს ყვიროდა, შემდეგ, კი ეცემოდა გულისცემა ეზრდებოდა, სუნთქვა უხშირდებოდა, თვალებში უბნელდებოდა, კანკალი ეწყებოდა და ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს მსოფლიოს დასასრული დგებოდა. ჰაერის უკმარისობის გამო პირგაღებული ღრმად სუნთქვას ცდილობდა, ფრჩხილებით ყელს იკაწრავდა.

   ექთნებს მისი დაბმა და წამლებით გაჟღინთვა უწევდათ.
ალფის ეს მდგომარეობა რვა თვე გრძელდებოდა, სანამ ჯონგუკმა მოულოდნელად საუბარი არ დაიწყო, ფსიქოლოგი გაოცებული იყო მისი უეცარი ხასიათის ცვლილებოთ, ის საოცრად კომუნიკაბელური და აქტიური გახდა, ხშირად იღებდა მონაწილეობას კლინიკაში გამართულ აქტივობებში, სხვა მაცხოვრებლებთან ერთად.
მისმა შეტევებმაც ნელ ნელა იკლეს, ერთ თვეში კი სულ გაქრნენ.

   ყველაფერი იმაზე უკეთ მიდიოდა ვიდრე ჰოსოკი ფიქრობდა, მანამ სანამ ერთ საღამოს კლინიკიდან არ დაურეკეს და ჯონგუკის გაქრობის შესახებ შეატყობინეს.

   მთელი ღამე ეძებდნენ ჯონგუკს, ჰოსოკი და იუნგი.

   არც ერთი ადგილი არ დარჩენიათ უნახავი, ყველგან იყვნენ მისულები სადაც ოდესღაც ჩიმი და გუკი ერთად ყოფილან. 

სუროგატიWhere stories live. Discover now