10

169 19 0
                                    

- ჯიმიიინიიი სახლში ვართ და ძალიან გვშიაა! - ჰოსოკმა მთელ ხმაზე დაიწყო ყვირილი როგორც კი სახლში შედგა ფეხი.

   ჯონგუკი სამზარეულოში შევიდა და იქიდან წყლის ორი ჭიქით დაბრუნდა, ერთი ჰოსოკს გაუწოდა მეორე კი თვითონ მოსვა და ჰოსოკის გვერდით დივანზე მოთავსდა.

-ასე ადრე არ გელოდებოდით. - ომეგა კიბეებზე ფრთხილად ჩამოვიდა და ალფების წინ შეჩერდა.

- ბატონო ჯონგ.... გუკი თავს როგორ გრძნობ? გტკივა რამე? გინდ ყავა მოგიმზადო, ნახევრად ცივი? თუ ჯერ ისადილებთ, შენი საყვარელი კერძები გავაკეთე! - ომეგამ აღარ იცოდა ალფის სახლში დაბრუნებით გამოწვეული სიხარული როგორ დაემალა, მის თვალებში ნაპერწკლები ელვარებდნენ.

- უკვე კარგად ვარ ჯიმინ, არ ინერვიულო. შენი გაკეთებული საჭმელი ძალიან მომენატრა.
ექიმი იუნგი საავადმყოფოს საზიზღარი საჭმელის ჭამას მაიძულებდა, ფაფებს, ფაფებს და ფაფებს! -  ჯონგუკმა შრეკის კატის თვალებით შეხედა ომეგას.

- ეხლავე გავაწყობ სუფრას, მანამდე კი ტანსაცმელი გამოიცვალე.

  ჯონგუკმა ომეგას უსიტყვოდ დაუქნია თავი და თავისი ოთახისკენ წავიდა

- წუხელ გელოდებოდით ჰიონ. - ომეგა ჰოსოკს მიუბრუნდა.

- იუნგიმ გადაწყვიტა გუკი კიდევ ერთი ღამით დაეტოვებინა საავადმყოფოში.

   ბოლო სიტყვებს ჯონგუკმა  კიბეების ბოლოში მოჰკრა ყური, სანამ ოთახში შევიდოდა.

☆  ☆  ☆  ☆  ☆

   ალფამ ომეგის კარზე ფრთხილად დააკაკუნა და როცა თანხმობა მიიღო შიგნით შევიდა.

   ომეგა ლოგინზე წამოწოლილი იყო და წიგნს კითხულობდა. ჯონგუკის ოთახში შესვლის თანავე ფეხზე წამოდგა, წიგნი ბალიშის ქვეშ დამალა და ალფის წინ თავდახრილი დადგა.
ჯერ კიდევ ვერ გადაეჩვია ძველ ჩვევებს.

- ჯიმინ თავი ასწიე რა - თხოვნას უფრო გავდა ვიდრე ბრძანებას, ომეგამ თავი მძიმედ ასწია და ალფას თვალებში შეხედა.
მის თვალებში აღარ ჩანდა სიბრაზე, იქ სითბო უფრო მეტი ჩანდა ვიდრე ბრაზი.

სუროგატიWhere stories live. Discover now