9

197 20 5
                                    

- აქეთ მობრძანდით ბატონო ჯეონ, ტანსაცმელი გაიხადეთ და ეს ჩაიცვით, - ექთანმა ალფას საავადმყოფოს პერანგი და ხალათი გაუწოდა და პალატიდან გავიდა.

   ალფამ ნელა დაიწყო ტანსაცმლის გახდა, პერანგის ღილები ხელიდან უსხლტებოდა, ხელები ოდნავ შესამჩნევად უკანკალებდა და მათი დამორჩილება უჭირდა.

- მოდი გუკი დაგეხმარები - ჰოსოკმა ვეღარ გაუძლო ალფის ამ მდგომარეობაში დანახვას და მისკენ წინ გაწეული ხელებით წავიდა.

- პატარა არ ვარ ჰოსოკ, ჩემითაც შევძლებ! - გააპროტესტა ჯონგუკმა, თუმცა ხელი არ შეუშლია ჰოსოკისთვის ღილების გახსნაში.

- ასე ჯობია! საავადმყოფოს ტანსაცმელშიც იდიალურად გამოიყურები ბიჭო! - სიამაყის გრძნობით აღვსილმა შეხედა მეგობარს როცა მას სგარეო ტანსაცმლის გახდაში და საავადმყოფოს ტანსაცმლის ჩაცმაში დაეხმარა, მეგობარს მხარზე ხელი გასამხნევებლად დაარტყა და იმ ადგილს დაუბრუნდა საიდანაც ადგა.

  უკვე მომზადებული ჯონგუკი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და კარებს მიაშტერდა, დიდხანს ლოდინი არ სასჭირვებია კარი მალევე ნაცნობმა ომეგამ შემოაღო

- თუ მზად ხართ შეგიძლიათ საპროცედუროში წამოხვიდეთ, ექიმი იუნგი გელოდებათ.

   ალფა უხალისოდ ადგა და ომეგას უკან გაჰყვა, ნამდვილად არ სიამოვნებდა საავადმყოფოში ყოფნა, სული ეხუთებოდა ირგვლივ გამეფებული უარყოფითი აურის გამო, საავადმყოფოს კედლები სიკვდილის სუნით იყო გაჟღენთილი. მისთვის საავადმყოფო გარდაუვალ სიკვდილთან იყო დაკავშირებული და კარში ფეხის შემოდგმისთანავე მასში შიშის გრძნობა იღვიძებდა, ჰოსოკმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა, ამის გამო არ ტოვებდა მას არც ერთი წამით.

   ალფებს ერთ-ერთ კართან ექიმი იუნგი შეეგება.

- ძვირფასო შენ ვერ შემოხვალ, გარეთ დაგველოდე - ომეგამ ალფას ლოყაზე აკოცა და ჯონგუკთან ერთად ოთახში შევიდა.

სუროგატიWhere stories live. Discover now