15

155 22 5
                                    

ჯონგუკი ჯიმინის ოთახში ერთიანად აქოშინებული შევარდა, ფურცელი ისევ ხელში ეჭირა.

ომეგა საწოლზე ტანსაცმლით წამოწოლილი დახვდა.
ბოლი დროს მისი გემოვნება რადიკალურად შეიცვალა, მას სულ დიდი სპორტული შარვლები და ორი-სამი ზომით დიდი მაისურები აცვია, ჯიმინი ძალიან გაზარმაცდა, ყველაფერი ეზარებოდა ამის გამო მთელი დღე საწოლზე იწვა, ყურსასმენებით მუსიკებს უსმენდა.

ალფა ნელა მიუახლოვდა საწოლს და ომეგას მხარზე ხელი ნაზად შეახო, ჯიმინი შეირხა თვალები გაახილა და გაიღიმა, ყურებიდან ყურსასმენები გამოიძრო და საწოლზე წამოჯდა

- გუკი უკვე გაიღვიძე? დილით ვიყავი შენს ოთახში და ისე ტკბილად გეძინა აღარ გაგაღვიძე

- ჩემი ნებით არ გამიღვიძია ჰოსოკმა გამარვიძა!

- ჰიონი აქაა? წამოდი მივესალმები! - ომეგა ლოგინიდან ზანტად წამოიწია.

- მოიცა ციცქნა რაღაც უნდა გითხრა... ხომ იცი იმ ომეგის შესახებ, სუროგატათ რომ ავიყვანე?

ომეგამ თავის დაქნევით უპასუხა

- მასთან ყველაფერი კარგადაა, ორსულობა კარგად მიდის, პრობლემები არაა, ისინი ჯანმრთელები არიან! - ალფა სიხარულით ადგილზე ვერ ისვენებდა.

- როგორ თუ არიან გუკი? - ომეგამ გაკვირვებული სახე მიიღო, ჯინგუკის მოელვარე თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები კიაფობდნენ.

- ორნი არიან, ჩვენი შვილები ტყუპები იქნებიან! - ალფა საწოლზე ცმუკავდა, ფეხზე წამოდგა ომეგა ხელში აიტაცა და დაატრიალა, ჯიმინმა სიცილი დაიწყო ჯინგუკის გამოხტომაზე, სიცილი მალე კივილში გადაეზარდა რადგან ალფა მის გაჩერებას არ აპირებდა, ჩიკორივით ტრიალებდა ჰაერში და თან ომეგას დააფრიალებდა, ჯიმინი უკვე ცუდად იყო ამდენი ტრიალით, ალფამ ის ლოგინზე დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა, ორივეს თავბრუ ეხვეოდა, თავი ვერც ერთმა ვერ შეიკავა და ორივე ერთდროილად გადაწვა ლოგინზე.

სუროგატიWhere stories live. Discover now