თავი 1 : "პირველი შეგრნება"

1K 51 0
                                    



კორეაში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი თუ კი ბედი ასეთ სურპრიზს მიმზადებდა.

ცხოვრება ჩვეულებრივ მიედინებოდა, არაფრით გამორჩეული დღეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მინდოდა დამღლელი რეალობისგან თავი დამეღწია, რაც საბოლოოდ გამომივიდა კიდეც. თუმცა, ჯერ არ ვარ დარწმუნებული - სწორი იყო უწინდელ ცხოვრებას რომ გამოვექეცი ,თუ არა ?!

უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრე. მინდოდა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა სწავლა , პირველ რიგში ჩემი მიზანი უფერულობიდან თავის დაღწევა და სიახლის შემოტანა იყო . რა თქმა უნდა , ამბიციები ყველას გააჩნია , მათ შორის მეც. მაგრამ ამბიციურობასთან ერთად რაციონალურობის გრძნობას არასდროს ვკარგავდი და ოცნებების ასახდენად მხოლოდ რეალურ სივრცეებს ვეჭიდებოდი. თუმცა , ამ შემთხვევაში წარმოდგენილ რეალობას გადავაბიჯე და სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში გავგზავნე საბუთები. ოცნება -იქ მოხვედრა იყო, არარეალური ოცნება ! ამიტომ დადებითი პასუხის მოსვლაზე არც კი მიფიქრია...თუმცა , ცხოვრება ძალიან უცნაურია! როდესაც ვთმობთ , მაშინ ვიღებთ სასურველს .

სეული ისეთი აღმოჩნდა , როგორიც წარმომედგინა : დატვირთული გრაფიკის მქონე მოფუსფუსე ხალხი, - დაღლილობის მიუხედავად მაინც იღიმიან ; ქუჩების მოუსვენარი სიმშვიდე ; ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ უვარსკვლავო ღამეებშიც კი ვარსკვლავებს ვხედავდი. სეული სავსეა ნამდვილი, ცოცხალი ვარსკვლავებით, რომლებიც განსაკუთრებული სიკაშკაშით გამოირჩევიან .

უზარმაზარი უნივერსიტეტი, რომელზეც ასე ვოცნებობდი, ჩემ წინ აღმართულა . დიდებული იყო, შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ერთი ნახვით შემიყვარდა აქაურობა. არასდროს შემქმნია ამდაგვარი გრძნობა, თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა. სეულმა თბილად მიმიღო და მეც თავს იმაზე კომფორტულად ვგრძნობდი , ვიდრე წარმომედგინა.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Where stories live. Discover now