თავი 9

392 36 0
                                    


სეჰუნი დიდი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს კაის .იმედია მალე დაავიწყდება ფანარტები, რომელიც ნახა - არ მინდოდა სეჰუნისთვის დისკომფორტის შექმნა ან გულის ტკენა. ჩემი სამიზნე მხოლოდ და მხოლოდ კაი იყო ! ყოველდღიურად ვცდილობდი მისთვის მცირე დარტყმა მაინც მიმეყენებინა : ხოჭოები მის ლოგინში, პერანგზე დამჩნეული ტუჩის ანაბეჭდები დილაობით, საჭმელში პატარა ნაჭრებად ჩაყრილი სოკო, ნაყინში არეული მარილი და სხვა ათასი საზიზღრობა ჩემი გაკეთებული იყო. ნეტა თუ ხვდებოდა , რომ ეს ყველაფერი ბედი კი არა მე ვიყავი ? დათუ ხვდებოდა , რატომ დუმდა ?

დრო მიდიოდა, კაის გამოხედვა უფრო უცნაური და ამოუცნობი ხდებოდა, თუმცა უკვე მის მზერაში მხოლოდ სიძულის წაკითხვა მინდოდა, რათა მეტი სტიმული მქონოდა შური მეძია მასზე.

ბიჭები ხშირად წუწუნებდნენ იმის შესახებ, რომ ოთახების დიზაინი არ მოსწონდათ. მენეჯერი დაარწმუნეს , რომ მათი შემოქმედების განსავითარებლად სჭირდებოდათ უკეთესი პირობები. სახლი 2 კვირით უნდა დაგვეტოვებინა. ბიჭებმა გადაწყვიტეს მშობლიურ სახლებში ეცხოვრათ ამ დროის განმავლობაში. ერთად-ერთი კაი არ აპირებდა არსად წასვლას და არც ოთახში აპირებდა რაიმეს შეცვლას.

- მაკი შენ სად მიდიხარ? - მკითხა ბექჰიონმა და სენდვიჩს დაავლო ხელი

- რა სამწუხაროა, ჩემთან რომ ვერ წაგიყვან- მითხრა სეჰუნმა და თავი გააქნია , როგორც სჩვევია.

- მართლა, სად უნდა იცხოვრო ? - ინტერესით მკიტხა დიომ

- ჩემი საუკეთესო მეგობარი შემიკედლებს, ჰაჰაჰა , ამიტომ ბიჭებო, ნუ ღელავთ. – დავამშვიდე ისინი. ხანგრძლივმა თანაცხოვრობამ უფრო დაგვაახლოვა და მათგან მეგობრულ სითბოს ვგრძნობდი.

- ვინ არის შენი მეგობარი ? მარტო ცხოვრობს ? მე წინააღმდეგი ვარ ! ორი გოგო ერთ სახლში ? ჰმ რამდენი შეშლილი დადის ამ ქვეყანაზე.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon