თავი 12

365 27 1
                                    


მე და კაი რომ დავბრუნდით, ბატონი ლი უკვე წასული იყო. დიო კაისთან მივიდა :

- კაი შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი- და სხვა ოთახში გავიდნენ.

ოთახში მათ გარდა არავინ იყო, მდუმარე გარემოში მხოლოდ მათი სუნთქვის ხმა ისმოდა, რომელიც კაიმ დაარღვია :

- რა ხდება დიო ?

- მენეჯერი იყო მოსული. კონტრაქტი გაგვიახლეს.

კაიმ მაგიდას ხელი მაგრად დაარტყა - ჯანდაბა !

- კაი იცოდი ამის შესახებ ?

- არ ვიყავი დარწმუნებული.

- მაკიმ იცის ?

- ჯერ არა.

- რატომ წამოიწყე ეს ყველაფერი , კაი ? მან შენ გამო ამდენი რამე გადაიტანა ! თუ შენ ვერ დაიცავ , მე დავიცავ მას და შენ ხელის შეშლა არ გაბედო. გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან მცირე დრო გაქვს !

დიო ოთახიდან გავიდა, კაი იატაკს დასცქეროდა...

დილით უნივერსიტეტში ადრე წავედი, ავტობუსში ჩემს სააყვარელ მუსიკას ვუსმენდი და კაისთან გატარებულ ყოველ წუთს ვიხსენებდი სახეზე ღიმილით.

- წკრრრ, წკრრრ. (ზარის ხმა)

- გისმენთ, ბატონო ლი.

- უნივერსიტეტთან გელოდები, უნდა ვილაპარაკოთ.

- დიახ.

ავტობუსიდან გადმოვედი, შორი-ახლო მენეჯერის მანქანა დავინახე. ფარების ანთებით მანიშნა, რომ იქ უნდა მივსულიყავი.

- გამარჯობა, ბატონო ლი.

- როგორც ვხედავ, კარგად შეეწყე ბიჭებს, განსაკუთრებით კაის, ხო ?

დაბნეული ვუყურებდი მენეჯერს.

- სერიოზულ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი.

- დიახ, ბიჭები საუბრობდნენ გუშინ და ყური მოვკარი.

- იმ სახლიდან უნდა წახვიდე , და საერთოდ, ექსო დაივიწყო. გაითვალისწინე ეს თხოვნა არაა !

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Where stories live. Discover now