თავი 4

416 41 0
                                    

ფიქრებში ვიყავი ჩაფლობილი, გადაწყვეტილება კი ვერადა ვერ მივიღე. ბიჭები ისევ მისაღებ ოთახში ხმაურობდნენ, სავარაუდოდ მათ საყვარელ კომპიუტერულ თამაშს თამაშობდნენ. ვუსმენდი მათ ხმებს , ყოველი ბგერა, აღმომხდალი ასო ლამაზად ჟღერდა. ტკბილად ჩამესმოდა ძილნარევს.

- „რაღაც მომშივდა" - თქვა კაიმ. - დიო, შენი ჯერია გაამზადო სენდვიჩები"

დანარჩენი ბიჭებიც თავის ქნევით დაეთანხმნენ. რატომღაც ყოველთვის დიოს ჯერი იყო სადილის-საუზმის-ვახშმის მომზადება და ზოგადად ჯგუფის დაპურება. დიომ დაბღვერილი თვალებით შეხედა კაის და უთხრა :

- არ მინდა, არ წავალ. ხომ ხედავ მეც ვთამაშობ ! – მის მზერაში სისასტიკე და აგრესია იგრძნობოდა , დაუნდობლობა და ცეცხლი.

ბიჭებმა გაოცებული სახით შეხედეს მას . ამ პრობლემას გადაჭრა ესაჭიროებოდა და ერთ-ერთ გენიოსს თავში აზრად მოუვიდა :

- ბიჭებო , მოვაწყოთ ნამდვილი ტურნირი და წაგებული გააკეთებს სენდვიჩებს.

- კარგი აზრია - თქვა სუჰომ . - მაგრამ რა შეჯიბრი?

- შეჯიბრი ხელის გადაწევაში !

სეჰუნი დარწმუნებული იყო , რომ მაინც დიოს მოუწევდა სამზარეულოში ფუსფუსი, რადგან ყველაზე სუსტად მიაჩნდა. სეჰუნი , სუჰო, ბექჰიონი და ჩანიოლი ხშირად დადიოდნენ სავარჯიშო დარბაზში , ამიტომ სეჰუნმა თავიდანვე გამორიცხა საკუთარი თავი და ეს სამი.

- აბა ბიჭებო წავიდა !

- ვინ იქნება პირველი ? - იკითხა კაიმ

- აი აქედან ამოიღე შენი მეწყვილის სახელი ! ვთამაშობთ წაგებულის გამომჟღავნებამდე.

- პირველები არიან კაი და ბექჰიონი - განაცხადა სეჰუნმა

- ბექჰიონ, ხელი გაამაგრე, კარგია ! არა, არა , გაამაგრე , კარგია. – ყვიროდა სუჰო

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Where stories live. Discover now