თავი 15

350 26 0
                                    


ბედნიერება წამიერია, ისე სწრაფად მიილევა , რომ ვერც კი შეამჩნევ, თუმცა შეგრძნებები , რაც გეუფლებოდა , სიცოცხლის ბოლომდე გაგყვება და ყოველთვის ღიმილს მოგგვრის მონატრების ტკივილთან ერთად.

მზის სხივები თამამად ანათებდნენ ჩვენს ოთახს. კაი სახე მოეჭმუხნა მოჭარბებული სინათლის გამო, რომლის ელვარებას დროდადრო თითებით ვაბრკოლებდი, რომელთა ჩრდილები მის სახეს დასთამაშებდნენ. ყველაფრის უნარს ვკარგავდი , როცა მის სახეს ვუყურებდი, ნუ თუ კიდევ სიზმარში ვარ ? და თუ ეს ასეა, მაშინ მინდა ამ სიზმრის ღრმა უფსკრულში დავრჩე სამუდამოდ.

– შენ გამოო ღამე ვერ დავიძინე – ჩაიკრუსუნა მან მოულოდნელად, რამაც კვლავ დედამიწაზე დამაბრუნა – მზე თვალებს მჭრის , ნუ ამოძრავებ ხელს – ჩახლეჩილი ხმის ბგერებს ძლივს ვარჩევდი.

თავი ცოტა დავწიე, რათა მისი ბურდღუნი გამერჩია :

– შენ რა ძილში ლაპარაკობ ? – ვკითხე მას, თუმცა კი ეს კითხვა საკუთარი თავისთვის უფრო იყო განკუთვნილი, რადგან მძინარე მდგომარეობაში არამგონია გაეგო რას ვეუბნებოდი. ტელეფონს ხელი დავავლე და ვიდეოგადაღებაზე ჩავრთე – აბა , ვნახოთ კიდევ რას იტყვი !

კაიმ მზის სხივების გამო მიმიკას ხშირად ცვლიდა, თითებიი კვლავ მის სახეს დასთამაშებდნენ და გრიმასაც დამშვიდდა :

– მე შენ მიყვარხარ – დაიკრუსუნა კვლავ. გუშინ ღამე ვერცკი შევამჩნიე , რომ ძილში ლაპარაკობდა. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, წარმოთქმულმა სიტყვებმა ლოყები შემიწითლა. მოულოდნელად ხელი ჩამავლო მტევანზე და სახესთან მიიტანა, ისე ჩაიხუტა , როგორც ბავშვები იხუტებენ ძილის წინ რბილ სათამაშოებს – მე შენ მიყვარხარ , კაი – დააყოლა კვლავ.

– კაი ? – გაოცებით გავიმეორე მისი სახელი – არა , კი ვიცოდი , რომ საკუთარი თავი უყვარდა, მაგრამ ... ძილშიც კი ამას იძახის ? აიშ – ხელი გამოვგლიჯე და კამერა გამოვრთე, რომანტიკული გარემო დაიმსხვრა , როგორც თხელი შუშა.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Where stories live. Discover now