თავი 14

397 29 0
                                    


მის გულში ჯერ კიდევ ზამთარი იყო, თუმცა ვცდილობდი , ზამთრის ცივი სუსხი რამენაირად დამეძლია, თუ მთლიანად ვერ – ნაწილი მაინც.

სეჰუნი ხშირად გადიოდა სხლიდან , თუმცა ბიჭებს არასდროს ეუბნებოდა კონკრეტულად რა საჩქარო საქმე ჰქონდა.

- სეჰუნ, ბოლო დროს ძალიან ბევრი საქმეები გამოგიჩნდა. - უთხრა ბექჰიონმა უკმაყოფილოდა

- ბექჰიონ , მალე ყველაფერს გაიგებთ, ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

- სეჰუნ , იცი, ასეთიი საუბრები არ მომწონს, აჯობებს ახლავე გვითხრა რა ხდება შენს თავს.

- ბექჰიონ ძალიან დიდი ისტორიაა, ახლა უნდა გავიდე.

სეჰუნი სახლიდან გავიდა და კვლავ სენას სახლს მიადგა, რადგან ეს საუკეთესო ადგილი იყო შივონთან შესახვედრად. მოუსვენრობა აწუხებდა, რადგან მენეჯერის მანქანაში მთავარი მტკიცებულება აღმოაჩინა, რომელიც კარტებს ხსნიდა.

- შივონ , ის წითელი საქაღალდე ნამდვილად მენეჯერ ლის აქვს, გუშინ მის მანქანაში ვნახე.

- იქნებ შეგეშალა, სეჰუნ?

- არა , არა ! დარწმუნებული ვარ. ზედ ქალბატონი კიმის ფონდის ლოგო იყო ამოტვიფრული.

- ჰმ, ეს ყველაფერს ცვლის.

- ანაბეჭდის მფლობელი დაადგინეთ ? – გაფაციცებით შესცქეროდა

- სამწუხაროდ ვერ, რადგან კორეაში რეგისტრირებული ასეთი ანაბეჭდით არავინაა. ვფიქრობ , რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ჩიხში ვართ, არ ვიცით ქვეყანაში როდის შემოვიდა და ქვეყნიდან როდის გავიდა. ამიტომ ვერ გადავამოწმებთ ქვეყანაში შემოსული პირების ყველა ანაბეჭდს. თითქოს ეს ადამიანი არც კი არსებობს !

- შივონ, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ დროის ერთი მონაკვეთის გადამოწმება – სეჰუნი უცბათ გამოცოცხლდა, როცა ეს იდეა მოუვიდა.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Where stories live. Discover now