თავი 11

431 31 0
                                    


გრილი საღამო იყო, ტყის ცივ მიწას ფოთლები ფარავდნენ. სუსხიან ღამეს მხოლოდ კოცონი იყო სითბოს წყარო, აჰ, და , რა თქმა უნდა, კაი - ჩემთვის. ცეცხლს გარშემო შემოვუსხედით, სეჰუნმა და დიომ მათ შორის ჩამსვეს, კაი შორიდან ღმანჭავდა სახეს უკმაყოფილოდ. ეს პირველი პიკნიკი იყო ბიჭებთან და კაისთან ერთად. ჩანიოლი გიტარაზე უკრავდა , მთელი ექსო ღიღინებდა გიტარის ნაზ აკორდებთან ერთად. კაის მზერას არ ვაშორებდი, არც ის მე - ჩვენი სიყვარული უკვე ყველასთვის აშკარა ხდებოდა.

- მშია - უცბად წამოიყარა ჩანმა და რა თქმა უნდა, სხვებიც დაეთანხმნენ და პატარა ლეკვებივით აწკმუტუნდნენ.

მანქანასთან მივედი , რათა სენდვიჩები გამეკეთებინა ბიჭებისთვის.

- მაკი, დამელოდე. მეც მოგეხმარები - წამოხტა დიო .ამგვარ სიტუაციაშიც დიო ხდებოდა ჩემი მარჯვენა ხელი.

ყველას ჩამოვურიგეთ კუთვნილი წილი, თუმცა ის ვერ გავითვალისწინეთ, რომ ამსიმაღლე ხალხს , მეტი ენერგია სჭირდებათ- ანუ მეტი საჭმელი.

ჩანიოლს ლოყები ჰქონდა გამოტენილი სენდვიჩით, დარჩენილ ულუფას დახედა და ფშლუკუნი დაიწყო :

- რა პატარა ხარ, როგორ უნდა მეყო, კიდევ მინდიხარ- ამოიოხრა და სხვებს გადახედა.

ყველა თავის წილს გემრიელად შექცეოდა და თვალებს აცეცებდა ირგვლივ, იქნებ რომელიმე გულუხვს სულაც არ შიოდა და მზად იყო გაეზიარებინა საკვები.

ჩანიოლმა შემომხედა, ხელში თეფში მეჭირა - სენდვინჩით !

- მაკი , ნუ თუ არ გშია? - მზრუნველი ხმით მკითხა ჩანიოლმა და გაიღიმა

- ჩანიოლ, ჯობია შეეშვა - უთხრა კაიმ.

- მე შევეშვა? მაგას როგორ მეუბნები ? დღეს შენ არ ეშვებოდი ! ჰაჰ აიგოოო ჩემი თვალით მაინც არ მენახა. - უთხრა ჩანიოლმა.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Where stories live. Discover now