თავი 10

449 33 0
                                    


კაი მანქანას ძალიან სწრაფად მიაქროლებდა, თითქოს უნდოდა იმ ადგილს რაც შეიძლება მალე გასცლოდა. მანქანაში გამათბობელი ჩართო , რადგან გალუმპულებმა კანკალი დავიწყეთ. მას მზერად მაქსიმალურად ვარიდებდი , თუმცა ხანდახანს ვაპარებდი მისკენ თვალს, მდუმარებას კი დროდადრო არღვევდა უცბათ აღმოხდენილი დაცემინების ხმა.

სითბო ჯერ კიდევ არ მეკარებოდა, სველი სხეული კვლავ ისეთივე ცივი იყო, თითქოს ახლაც ქვიმის ქვეშ ვიდექი. ვცდილობდი ხელები გამეთბო და ერთმანეთს ვუხახუნებდი, კაიმ მზერა ჩემკენ გამოაპარა , გაყინულ ხელებს თითები ფაქიზად ჩაავლო, ჩემი მტევანი ტუჩებთან მიიტანა და თბილი ჰაერით დაუწყო გათბობა. თეთები ლოყაზე მიიდო და ხელისგულზე ნაზად მაკოცა.

რამ შეცვალა ასეთ მცირე დროში ? თითქოს ჩემ გვერდზე მჯდომი სულ სხვა ადამიანი იყო, ის არა , ვისაც უწინ ვიცნობდი. თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ მე ვერ ვამჩნევდით მის ნატურას, ახლოს არ მოვუშვი , თუმცა უნებლიედ მაინც მოინახა ადგილი ჩემს გულშ. ჩემი ხელი მაგრად ეჭირა, როგორ მინდა ყოველთვის ასე იყოს, კაი.

თავს ძალა დავატანე და ოცნებებისგან გავთავისუფლდი, მისმა უჩვეულო საქციელმა გამაწითლა, ხელი გამოვტაცე და უკმაყოფილოდ დავიბღვირე , მან კი გამიღიმა და მითხრა :

- არ მინდა გაიყინო, როგორც მაშინ , იმ სუსხიან დღეს. – მან კვლავ წამოჭრა სენტიმენტალური ღამის ამბები, რომელთა გახსენება აღარ მინდოდა

- კაი, არ გინდა.

- მაკი...

- კაი, სახლში ვილაპარაკოთ – დაჟინებით ვუთხარი და მუსიკას ხმა ავუწიე.

სახლში მივედით, ოთახები დაცარიელებული იყო. მხოლოდ ჩემი და კაის ხმები ისმოდა თეთრად შეფერილ სივრცეში.

- კაი, მთელი ტანსაცმელი სენასთან მაქვს – ვუთხარი მას და ნოტიო საღამურის გაწურვა დავიწყე.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Where stories live. Discover now