თავი 7

415 38 1
                                    


კაი მიყურებდა, დიდი ხანი მაკვირდებოდა, შეისწავლა სახის თითოეული ნაკვთი . გრილი ხელი მომადო ლოყაზე და ნაზად გაუსვა. ჯერ მისი თითები ვგრძენი, მერე მისი სუნთქვა. მიახლოვდება , მიახლოვდება . მისი სახე ჩემსას ეკვრის , ცხელი ჰაერი ტუჩებს მითბობს , როგორ მინდა ეს სიზმარი როდისმე ამიცხადდეს. სიზმარი , რომელიც გულისცემას მიჩქარებს და ჩვენ უფრო გვაახლოვებს, სადაც ჩემი სიყვარული მეორე მხარესაც იძენს და არ რჩება პლატონური.

დილით რომ ავდექი, ბიჭები უკვე წასულები დამხვდნენ. ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ მოახლოვებული შობის გამო. დღის უმეტეს ნაწილს გადაღებებზე ატარებდნენ, ცდილობდნენ გაეხარებინათ ფანების გულები და შობა-ახალი წელი სასიამოვნო მელოდიებით მიელოცათ. სახლსაც დაეტყო საშობაო განწყობა.

შობა ჩემი საყვარელი დღესასწაულია, ყოველთვის სასწაულებს ველოდები ამ ჯადოსნურ ღამეს. ამჯერად გული კარგს მეუბნებოდა .

- სად დავდგათ ნაძვის ხე? - იკითხა დიომ და მიმოიხედა

სეჰუნმა შეავლო თვალი მისაღებ ოთახს და წამოიძახა - „ოჰ, აი , აი, აქ !"

- ბიჭებო მომეხმარეთ.

სახლში ყუთები შემოზიდეს და დაწყეს უზარმაზარი ნაძვის ხის მორთვა . სიმბოლურად ყველამ სათითაოდ ავიღეთ სათამაშო.

- სათამაშო ჩამოკიდეთ და ჩაიფიქრეთ სურვილი , რომელიც გინდათ რომ აგიხდეთ -თქვა ჩანიოლმა და პირველი მივიდა ნაძვის ხესთან.

სათითაოდ მიდიოდნენ, სათამაშოს ნაზად უჩურჩულებდნენ და სათუთად კიდებდნენ ხეზე. ნეტავ რა სურვილი უნდა ჰქონოდათ? მათ ყველაფრის მიღება შეეძლოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - იღებდნენ ულევ სიყვარულს. მილიონობით ადამიანი ყოველ დილით სიხარულით იმისთვის დგებოდა , რომ კიდევ ერთი დღე გაეტარებინა ექსოსთან ერთად, თუნდაც ტელევიზორებისა თუ კომპიუტერის მონიტორების ეკრანებთან. ჩემი ჯერიც დადგა, არ ვიცოდი რა მეთქვა ბურთისთვის , რომელიც ხელში მეჭირა.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Where stories live. Discover now