in the garden i'll die, in the roses they'll kill me

678 125 23
                                    

ჯონგუკს ბევრი სისხლი უნახავს, გვამებიცა და ხრწნის სუნიც უგრძვნია, როცა ჯერ კიდევ პატარა ბავშვი გერმანელმა ჯარისკაცებმა შეიფარეს, შემდეგ კი თავს დაესხნენ და.. სამ დღეს ჯარისკაცთა გვამებთან ერთად მისი სულიც იხრწნებოდა.

უცხო სახლში იჯდა ნაცნობ ხალხთან, დაბუდებულ სიცარიელეს კი ვერა შეავსებდა რა
ქალის გარდა, რომელიც პატარა ეკლესიის მღვდელს ეზოშივე დაეკრძალა. მიწა სოფლის კაცებმა გათხარეს, ქშენით აფლობდნენ სამუშაო იარაღებს მიწაში და ფხვიერი მასის გროვას განზე ყრიდნენ.
ეს იქამდე, სანამ ჩამპალ კუბოში ჩასვენებული ქალი ექვსი ფუტის სიღრმეში არ ჩადეს. ჯონგუკმა აწითლებული თვალებით, თუმცა გადმოუღვრელი ცრემლით მიაყარა მუჭა მიწა, შემდეგ კი გვერდით მეზობლის, მარიას, სახლში მიიყვანეს.

ახლა იჯდა და უსმენდა გამეფებულ სიჩუმეს, გლოვის ნიშნად დადუმებულ ქალებსა და კაცებს, ერთად რომ შეკრებილიყვნენ პატარა ბიჭის გარშემო.

მეძინებაო,ამოიჩურჩულა და იქვე ჩამოწვა.
სწრაფად დაიშალნენ, გაიკრიფნენ სახლში, მათი მწუხარება ქათქათა თეთრ თოვლში მიკარგულიყო.

მიუხედავად ღუმელისა, ჯონგუკი მაინც ფეხებს შორის მალავდა ხელებს გასათბობად. თვალები კედელზე გაუშტერდა, ფიგურებსა და ასოებზე ფიქრობდა, გონებაში ითვლიდა ორმოცდაათამდე, ამის იქით არავის უსწავლებია თვლა. ჰოდა, იმეორებდა ისიც, სანამ ძილის საბურველში გაეხვეოდა.
ცდილობდა თვითონ მოეგონებინა ორმოცდათერთმეტი, ან სამოცი.

ჩაეძინა.

ჯერ კიდევ ბურანში მყოფს, დამძიმებული ქუთუთოებით გამოეღვიძა შუა ღამით, მისთვის უცნობ დროს. ზურგს მიღმა ჩურჩული ესმოდა. ერთი მარია რომ იყო, იცოდა. მეორე ხმა ბევრად უფრო მკრთალი,ბოხი და გაურკვეველი.


-ამ ღამით სჯობს, ყველა გაფანტულია..
-და რომ გაქრება, არ გაჩნდება ეჭვი?
-ვთქვათ, რომ გაღვიძებისას აღარ დაგვხვდა. დაიკარგა და მორჩა.
-დაგვიჯერებენ?
-აბა ეჭვს ხომ არ შეიტანენ?
-კარგი, კარგი, ოღონდ თეთრეული არ დასვარო, რეცხვაში გავწვალდები..

HikaruOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz