the heart keeps sobbing in its sleep

471 90 8
                                    

გარედან შემოსული ხმაური კონტრასტად ერთვის მათ ჩამქრალ სახეებს. ორივე მათგანი იატაკზე ზის და კედელს მისწოლია. ერთადერთი განათება გარედან შემოსული მთვარის შუქია, რომელიც ზანტად ეცემა თეჰიონის კიდურებს. 
ბიჭი ჯიბიდან სიგარეტს იღებს და წამით ყოყმანობს, ნამდვილად მოვწიო, თუ - არაო,თუმცა მერე ტუჩებს შორის იქცევს და უკიდებს.  მის მალამოდ იქცევა, როცა კვამლი ფილტვებს უვსებს. თავი მიაყრდნო აგურის კედელს და თვალები მილულა.

-მომაწევინე, რა, - ჩუმი ხმა ესმის. 
-მოგაწევინო? - თითებში ატრიალებს თხელ ღერს და კიდევ ერთხელ იწყებს პატარა რგოლების გამოშვებას. -როდესმე გიცდია?
-უბრალოდ მომეცი. 

ართმევს. თეჰიონი გამომცდელად ადევნებს თვალს მას, თუმცა ჯონგუკმა უბრალოდ ნაფაზი დაარტყა და ღრმად ამოიოხრა. სიბნელეში სიგარეტი ოქროსფრად ელვარებდა. 

-როდის ვილაპარაკებთ? - კითხულობს თეჰიონი და თვალს არიდებს. 
-ეს ჩაიწვას და... 

სიჩუმეში ზიან,  სანამ სიგარეტი იფერფლება. იფერფლება ზუსტად ისე, როგორც მათი გამძლეობა. 
-შეიძლება აქ ჩავაწვა? - კითხულობს ჯონგუკი და სანამ პასუხს მიიღებს, იატაკზე ასრესს. 

-ვიცი, რომ ახლა ალბათ ეკლესიაში უნდა ვიდგე მუხლებზე... - იწყებს ჯონგუკი. - მღვდელი კი ბიბლიას უნდა მალეწდეს სახეში, მაგრამ რა ვქნა რომ... რა ვქნა, რომ ღვთის არსებობის არ მწამს. 
სიტყვების დასრულებისთანავე ისევ ისადგურებს დაუსრულებელი სიჩუმე, რომელიც თითქოს ორივეს ახრჩობს. 
-ფარსია ეს, კარგი? არ მინდა ვინანო. ცოდვაა, მაგრამ არ მინდა გული ამოვიგლიჯო, რათა შენს დანახვაზე ძგერა შეწყვიტოს. 
-დაანაკუწე, გაანადგურე... აღარ მინდა განმეორდეს, არ მინდა მე გავიმეორო. 

-ახლა რა გინდა რომ გავაკეთო? - ტონი მწარე აქვს, ტუჩებს კუმავს. - ამ ფანჯრიდან გადავხტე? ახლოსაა მიწა. გინდა გაგაგდო, რათა აღარ მივუახლოვდეთ ერთმანეთს? მერე სადღა წახვალ? ჩემი ხელით ჯოჯოხეთში გინდა გაგიშვა? 

HikaruWhere stories live. Discover now