vai, amico, libero da fardelli e paure

425 76 18
                                    

"go forward, friend, unburdened and unafraid."

                როდესაც ბრძოლის ველიდან ცოცხალი ბრუნდები, შეიძლება შეგარცხვინონ, ან საკუთარი თავისა შეგრცხვეს, რომ იქვე არ გამოესალმე სიცოცხლეს თანამებრძოლებთან ერთად, სული არ დალიე მათ აწ მოსვენებულ ლეშთა წიაღში. 
ასევე გრძნობდა თავს ჰიჯე, საკუთარ ოთახში უსაფრთხოდ მჯდარი, საღსალამათი და დადარდიანებული, რომ იქ ჯერ კიდევ იტანჯებოდნენ სხვანი. 
დანაშაულის გრძნობა წურბელასავით შესჯდომოდა მოშიშვლებულ კისერზე და სიცოცხლის უნარს ბოლო წვეთამდე სწოვდა. 
ეს გრძნობა მისი ძმისდამიც აწუხებდა, დაბრუნდა და რით დაეხმარა? სულ გაანადგურა მისი სული, სიმართლე რომ მოისმინა...

ჰიჯეს წაბილწული სხეული აქ იყო, საბანსა და თხელ პიჟამაში გახვეული, სახეც ღელვისგან წამოხურებოდა, მაგრამ სადღა იყო არსება? ყოველი ამოსუნთქვისას ლპებოდა. ხედავდა, სიკვდილი შორიახლოს როგორ დაძრწოდა, ლოგინად ჩავარდნილი ჰიჯე კი ელოდა, როდის შეძლებდა მის შემოპატიჟებას.

-შეიძლება? - მკრთალი კაკუნი გაისმა და იუნგიმ შემოყო თავი, დანაღვლიანებული ჩანდა. 
-შემოდი. 
-თუ გეშინია, არ მოვალ ახლოს, - ფრთხილი ტონით წაილუღლუღა. ჰიჯემ თავი რომ გააქნია, ყოყმანით მიუახლოვდა და წყალი დაალევინა ყელდამშრალ მეგობარს, რომელიც მონდომებით დასწვდა რკინის თეთრად შეღებილ, აქა-იქ დაჟანგულ და გაშავებულ ჭიქას. 

-თავს კარგად გრძნობ? 
-ჰო, - ცრუობს. 
-ნამდვილად? 
-ჰო. 

ჭიქა გადადო და მის გვერდით ჩამოჯდა, არც მას შეუხედავს თვალებში მისთვის. 
-ხმაური მესმოდა ამ ოთახიდან, ჯერ ჯონგუკი, მერე თეჰიონი. ბოლოს ორივე ერთად. 
-ჯონგუკს ვესაუბრე, კარგი ბიჭია. 
-ასეა? - მსუბუქად გაეცინა. -ოდნავ ჯიუტია, მაგრამ გულთბილი. ორ- 

-იუნგი, რაღაც უნდა იცოდე, - უეცრად წამოიძახა ჰიჯემ და მუქი თვალები ფერმკრთალ ბიჭს მიანათა. 
-უნდა ვიცოდე? - გაიკვირვა მან. 
-გსმენია რას აკეთებენ იაპონელები? 
-რას გულისხმობ? 
-იქ... ბანაკებში. იცი, რას აკეთებენ? - ამოიჩურჩულა. - გოგოები ჰყავთ და... 
-ღმერთო ჩემო! - თვალები უფართოვდება ხმა ამაღლებულ იუნგის. -ა-არ თქვა, რომ შენც იყავი იმ გოგონათა შორის!

HikaruWhere stories live. Discover now