diphylleia grayi

444 81 26
                                    

        -ჰიჯე, - მზრუნველი ტონით მიმართა თეჰიონმა, კარი რომ მიხურა და საბანში გახვეულ გოგონას მზერა მიაპყრო. -მე.. ვწუხვარ, კარგი? განერვიულებული ვიყავი, ყველაფერი მაშინებდა, შენც მაშინებდი და... უნებურად გიყვირე. 

ხმა არ ამოუღია, ჭერს უყურებდა, ისე განუზომელი სევდა კი ჩაჰბუდებოდა თვალებში. ამას ხედავდა ბიჭი და მასთან მიახლოების ეშინოდა. ზღურბლთან იყო ატუზული და ნაბიჯს არ დგამდა. თითებს აწვალებდა. ცოტახნის წინანდელი ბრაზი თითქოს უკუნითში შთაინთქა, ამჯერად გული აჩქარებული ღელვისგან ჰქონდა. პირი ამოუშრა. 

-გაბრაზების უფლება გქონდა, - ჩამწყდარი ტონით აღმოხდა სიტყვები ჰიჯეს. თვალებს სწრაფად ახამხამებდა, რათა არ ატირებულიყო. მაინც ატირდა, ოღონდ უხმოდ. თავი მიატრიალა და თავს საბოლოოდ მისცა უფლება, მისი ჩავარდნილი ლოყები დაესველებინათ. -მაგრამ... -ასლუკუნდა. 

-მაგრამ შეგეძლო უბრალოდ ბ-ბოდიში მოგეხადა. 

პაუზა. 

-გგონია მე არ ვფიქრობ ამაზე? ყოველდღე. ყოველდღე, აქ, ამ ოთხ კედელს შუა გამომწყვდეული ვფიქრობ, სად წავიდა ჰიჯე. ის მაშინებს, რაც ჩემგან დარჩა. 

თეჰიონს ჯონგუკის სიტყვები აგონდება. ნუთუ ამდენად მართლა არ ნანობდა და მაინც იგივეს გააკეთებდა? თვალი აარიდა მწოლიარე სხეულს, რომელიც კიდევ უფრო მომცრო მოჩანდა სქელი ფენის ქვეშ. გაუბედავად მიუახლოვდა მას და კიდესთან ჩამოჯდა.   საწოლი რომ ჩაიზნიქა, ჰიჯე არაკომფორტულად შეიშმუშნა. 
-მითხარი, გთხოვ! მითხარი, რა დაგმართეს...
-არ შემიძლია. 
-მინდა ვიცოდე.. ღმერთო,უბრალოდ მითხარი... - ხმა უტყდება, მაგრამ არ ტირის. ამ დიდი ლოდის მოხსნა რომ შეეძლოს ზურგიდან, მის მისუსტებულ სხეულს გულში ჩაიკრავდა, როგორც მისი დაბრუნებისას, თუმცა ახლა ხელის გამოძრავებაც კი არ შეუძლია. 
-არა, წადი. თვალებშიც ვერ გიყურებ, ნუთუ ვერ ხედავ? უბრალოდ.. გადი ამ კარიდან, გესმის? 

HikaruWhere stories live. Discover now