seoljungmae

515 88 10
                                    

                    მზეც კი არ ამოწვრილიყო,  ჯონგუკმა ორქიდეა რომ  დატოვა ჯერ კიდევ მძინარე სახით. ჯიბეში ხელჩაწყობილი გაუყვა დათოვლილ ქვაფენილს, რომელიც ნელ-ნელა წყლის გუბეებით ივსებოდა. სიმშვიდე მოეფინა მის გონებას, როდესაც საბოლოოდ გაშორდა სამიკიტნოს. საკუთარ ფიქრებთან სრულიად მარტო დარჩენილმა იგრძნო კიდევ ერთხელ, თუ როგორ ენატრებოდა ჰამბურგი, როდესაც პორტთან მიახლოვებულმა უკიდეგანოდ გადაჭიმულ ოკეანეს გაუსწორა თვალი. 

თითქოს გრძნობდა ზაფხულის მხურვალებას, რომელიც გადაუვლიდა ხოლმე მათ აგვისტოში, როგორ ელამუნებოდა ცივი ტალღები, როდესაც შარვალ-აკეცილი იდგა ნაპირზე და თვალებს ხელით იჩრდილავდა, რათა ბენჯამინ ვაგნერი დაენახა. ხშირად გაჰყავდა ხოლმე იგი ნავით, კაცი არ სთხოვდა მას რომ ეთევზავა, უბრალოდ აძლევდა საშუალებას რომ ბუნების მშვენიერებას არ მომწყდარიყო ყოველდღიურობით. სანამ თევზის სუნით აქოთებული ვაგნერი ბადეს აგდებდა წყალში, მანამ ჯონგუკი ჰორიზონტს უსწორებდა თვალს და ნებას აძლევდა ქარს, მის სახესთან ელამუნათ. 
როგორი შორეული ჩანდა ეს ყოველივე... არადა ახსოვს, ღიმილმოგვრილი როგორ მირბოდა სოფიასკენ, რათა ეთქვა რომ დიდი, დიდი თევზი დაიჭირეს. 
ისიც ახსოვს როგორ უყვებოდნენ მათი ადრიატიკის ზღვაში მოგზაურობის შესახებ, სანამ ომი დაიწყებოდა. 

სანამ ყველა ლამაზი ფოთოლი დაიწყებდა ვარდნას და სიმშვიდე ჩანაცვლდებოდა ქაოსით. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის, ფრონტზე არ იბრძვის, მაინც გრძნობს მისი ხელებიდან სისხლის წვეთები როგორ მოედინება, იჟღინთება მიწა, მისი სული.. რა მოხდება, როცა ომი დამთავრდება? მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდება და ღარიბი - გაღარიბდება? ნუთუ მათი იდეალებისთვის დახოცილების დამარხვა სისხლით ატირებულ ხალხს მოუწევს? ახლაც კი, როდესაც ჯონგუკი ოკეანის მშვიდ ტალღებს უმზერდა, რამდენი უყურებდა სიკვდილს თვალებში, რამდენს ეცლება ხელიდან ძლივს ჩაბღაუჭებული ცხოვრება...

HikaruWhere stories live. Discover now